სამართალი და კრიმინალი

„გან­წი­რუ­ლი ხმით უყ­ვი­რია, მიშ­ვე­ლე­თო“

გოგონა, რომელიც გაზის აფეთქებისას დაშავდა, დღეს გარდაიცვალა

21 წლის მარიამ ლობაქიძე, რომელიც თბილისში, ლოტკინზე აფეთქებისას მძიმედ დაშავდა, დღეს გარდაიცვალა. ტრა­გე­დია 23 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთ­ქე­ბა გა­ზის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია. მარიამი მეუღლესთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. იმ დღეს კი მარტო იყო. როგორც ყვებიან, შუქი აანთო და…

გო­გო­ნას სხე­უ­ლის 48% დამ­წვა­რი ჰქონ­და და ის დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

.

„რო­გორც ვიცი, იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს მა­რი­ა­მი სახ­ლში მარ­ტო ყო­ფი­ლა, შუქი აუნ­თია ოთახ­ში და მა­შინ აფეთ­ქდა ბი­ნა­ში გაზი. მერე მოხ­და აფეთ­ქე­ბა და გან­წი­რუ­ლი ხმით უყ­ვი­რია მა­რი­ამს, მიშ­ვე­ლე­თო… გუ­შინწინ კარ­გად იყოო. ფეხ­ზეც გა­ა­ტა­რეს თურ­მე და პა­ლა­ტა­ში გა­უყ­ვა­ნი­ათ. მერე გუ­შინ ისევ დამ­ძიმ­და, ამ­ბო­ბენ, ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი და­უ­ვარ­და და წნე­ვა და­ე­ცაო. ისევ დამ­ძიმ­და და ისევ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­უყ­ვა­ნი­ათ. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ლა­მა­ზი გო­გო­ნა დღეს და­ი­ღუ­პა. არა­და რო­გო­რი იმე­დი გვქონ­და ყვე­ლას, რომ გა­დარ­ჩე­ბო­და. მთე­ლი აგა­რა ახლა თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლია. ყვე­ლა ტი­რის. რო­გორც ვიცი ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სამი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს და კი­დევ სჭირ­დე­ბო­და ოპე­რა­ცია.

ძა­ლი­ან იმე­დი­ა­ნად იყო ოჯა­ხი, რად­გან გო­გომ ფეხ­ზე გა­ი­ა­რა. გუ­შინწინ მა­რი­ა­მის დე­დას მე­ზობ­ლის­თვის უთ­ქვამს, ღმერ­თს მად­ლო­ბა, კარ­გად არის, გა­ვა­ტა­რეთ და პა­ლა­ტა­ში გამ­ყავ­სო, მაგ­რამ მერე ეს დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­და. ძა­ლი­ან იყო დამ­წვა­რი. მარ­თლა კარ­გი გოგო იყო მა­რი­ა­მი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და ცხოვ­რე­ბა წინ ჰქონ­და, ბედ­ნი­ე­რად უნდა ეცხოვ­რა და ახლა ამ მწა­რე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვართ ყვე­ლა­ნი.

რო­გორც გა­ვი­გე, ამ ტრა­გე­დი­ამ­დე მე­ზობ­ლე­ბი იძახ­დნენ თურ­მე, გა­ზის სუ­ნი­აო და გა­მო­ი­ძა­ხეს კი­დეც სამ­სა­ხუ­რე­ბი, მაგ­რამ ისი­ნი წა­სუ­ლან, არა­ფე­რი­აო და მერე მოხ­და ეს ტრა­გე­დია. 21 წლის იყო ლა­მა­ზი მა­რი­ა­მი, რო­მე­ლიც არ ჰყავს დღეს ოჯახს. ახლა ყვე­ლას მისი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი აქვს გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან მიკ­ვდე­ბა გული. სა­უ­კე­თე­სო მშობ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო შვი­ლი იყო. დიდი ტრა­გე­დი­აა”, – უყ­ვე­ბა ახ­ლო­ბე­ლი ამბები.ჯი-ის.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 2 მუხ­ლით – სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე და 240-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით და­ი­წყო, რომ­ლე­ბიც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა­სა და ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო.

ამბები.ჯი, თეა ხურცილავა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close