პოლიტიკა

,,მშვიდობა საქართველოს! მეტი განვითარება სიღნაღს!”

,,ჩემთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული სოფლის განვითარებაზე ზრუნვაში"

მალხაზ ბეგიაშვილი, სიღნაღის მერობის კანდიდატი:

_ ვაგრძელებ წინასაარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან. ამჯერად, სიღნაღის, ნუკრიანის და მაღაროს მცხოვრებლებს შევხვდი. შეხვედრებზე ჩემთან ერთად იმყოფებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: სიღნაღიდან ცოტნე ბეჟაშვილი, ნუკრიანიდან ნინო ბახტურიძე და მაღაროდან ილია ბაიდოშვილი. ჩემთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული სოფლის განვითარებაზე ზრუნვაში. ჩვენი შეხვედრისას ერთად განვიხილეთ და შევაფასეთ განვლილი წლები, ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რაც ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება მათ სოფლებში. მსგავსი შეხვედრები იმედს მაძლევს, რომ მომავალი წლები კიდევ უფრო ნაყოფიერი და მეტი სიკეთის მომტანი იქნება.

მშვიდობა საქართველოს! მეტი განვითარება სიღნაღს!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close