სხვა

„მშობიარობას გადაჰყვა, გოგონა დატოვა“

ახალგაზრდა ექიმი, დერმატოლოგ-ვენეროლოგი ნინო ფირცხალაიშვილი გარდაიცვალა

ახალგაზრდა ექიმი, დერმატოლოგ-ვენეროლოგი ნინო ფირცხალაიშვილი გართულებული მშობიარობის შედეგად გარდაიცვალა. მას პატარა გოგონა დარჩა. ამის შესახებ ნინო გელდიაშვილი წერს, რომლის ვაჟიც გარდაცვლილია.

.

„ააარააააააა! აღარ შემიძლია!.. ჩემი გიორგის ჯგუფელი ნინო ფირცხალაიშვილი, საუკეთესო ახალგაზრდა ექიმი დერმატოლოგ-ვენეროლოგი აღარაა.

სტუდენტობისას ყველა ჯგუფელზე დედასავით ზრუნავდა. დღესასწაულების დროს განსაკუთრებული ზრუნვა ჩემს „სულელ“ შვილს, რომელიც ძმასავით უყვარდა, სჭირდებოდა (ვერ იტანდა სასმელს): „მაო, მეტი არ დალიო”, „მაოს ცივი საფენები შუბლზე”…

ნინიკომ არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნა სიყვარულით სავსე. გამთენიას მშობიარობას გადაჰყვა; პატარა გოგონა დატოვა. მეორედ გახლეჩილი გულით ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მის ჯგუფელებს, რომლებმაც ჯერ გიორგის წასვლაც კი ვერ მოინელეს და ახლა ეს საშინელი უბედურება დაატყდათ თავს, ყველა მის ახლობელს და ვუსამძიმრებ საკუთარ თავს. ამ პოსტს მხოლოდ იმიტომ ვდებ, ჩემო მეგობრებო, რომ ულამაზესი ნინიკოს ულამაზეს სულს ნათელი თქვენ უსურვოთ, ხოლო მის შვილს ყველაფერი საუკეთესო, სასახელო ქალბატონი გაზრდილიყოს!”.

ოჯახს უამრავი ადამიანი უსამძიმრებს. ახლობლები კი კომენტარებში წერენ, რომ ფეხმძიმე ქალი გართულებული მშობიარობის შედეგად გარდაიცვალა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close