საზოგადოება

,,რა ენერგიაც მაყაშვილისკენ მიმართეთ, ეს რომ ქვეყნისკენ მიგემართათ, გოგიტა აბაშიძე ცოცხალი იქნებოდა”

,,არ მოგბეზრდათ თოჯინების სახლში ცხოვრება და ხელ-ფეხის უმიზნოდა ქნევა?! რა ძალიან ფარისევლურად გამოვიყურებით ყველანი..."

თურმე იმაზე გაბრაზდით, მაყაშვილმა აჭარელი ბავშვების ჩაცმულობაზე როგორ იხუმრაო. გოგიტა აბაშიძე თუ გახსოვთ თქვენ?! აჭარელი ბავშვი იყო. ბათუმის კლინიკაში ქრონიკული შიმშილობით გამოწვეულ შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს და, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს… კი გაიგეთ ეს ამბავი, მაგრამ რეაქცია გქონდათ ნული! გაერო-ს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ყოველი მეექვსე კი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ბავშვების შიმშილით სიკვდილი! ესეც კარგად იცით, მაგრამ ნული გაქვთ რეაქცია! სულ ახლახან ონკობავშვების მშობლები საშინელ ამბებს წერდნენ, როგორ ვაჭრობენ პატარების სიცოცხლით და ამაზეც რეაქცია ნული! კიდევ ბევრი ამბის დაწერა შეიძლება, რაზეც, წესით, უნდა აღშფოთდეთ, მოითხოვოთ, გააკეთოთ, მაგრამ არა, ნერვებს რატომ აიშლით?! რა ენერგიაც მაყაშვილისკენ მიმართეთ (კარგი თუ ცუდი), ეს რომ ქვეყნისკენ მიგემართათ, გოგიტა აბაშიძეც ცოცხალი იქნებოდა და სხვა ბევრი პრობლემაც მოგვარებული. ჰოდა, არ მოგბეზრდათ თოჯინების სახლში ცხოვრება და ხელ-ფეხის უმიზნოდა ქნევა?! რა ძალიან ფარისევლურად გამოვიყურებით ყველანი…

ირინა მჭედლიძე, ჟურნალისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close