საზოგადოება

,,დედები რამდენჯერ უნდა მოვკვდეთ, რომ ეს დასრულდეს, ეს უუუუსიყვარულობა, დაუნდობლობა და ბოროტება?”

ნინო კვაჭანტირაძე, ჟურნალისტი:

_ წუხელ საშინელ კადრებს ვუყურე და ვერ გამოვერკვიე, ციხის კადრები მეგონა!!!

რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, ყოველდღე ხრამში ვიყურებით, ფეხვეშ მიწა გვეცლება და ხელმოსაჭიდს ვეძებთ… ვეძებ რაიმე სანუგეშოს, – სასტიკი, დაუნდობელი, გაბოროტებული თაობა მოდის და როგორც არ უნდა უარყო, ეს ზიზღში, ძალმომრეობაში, უსამართლობაში, ადამიანების აბუჩად აგდებაში ცხოვრების ბრალი მგონია, უკვალოდ არ ჩაუვლია და არც ჩაივლიდა ის, რასაც ბოლო წლებში ვაყურებინეთ ჩვენს შვილებს, ვერ დავიფარეთ, ვერ დავუმალეთ ამ სისაზიზღრეს, კლანურობას,
როცა ქურდული პრიორიტეტები ხელისუფლებამ გადაიბარა და ყველაფერი ადამიანურობის “დაჩმორებისთვის” გამოიყენა. რა მაგალითები მივეცით ან ყოველდღე რას ვუჩვენებთ ახლაც?
როცა იშლება ყველა ტრადიცია,
როცა სახლებში ავკრძალეთ სუფრის გაშლა, დაბადების დღეების და დღესასწაულების აღნიშვნა, სტუმარის მიღება, მეზობლისთვის თეფშის შეწოდება, როცა გემრიელ სადილს გავაკეთებთ;
როცა ქორწილებში მშობლებს აღარ ეპატიჟებიან და ფოტოებს ცხენებთან, ძაღლებთან, ხეებთან იღებენ , მაგრამ დედ-მამასთან-არა!
როცა აღარ ვასწავლით, რომ ოჯახი სალოცავივითაა და ღირსებები და წესები აქვს,
როცა ფულს იშოვნი და ყველაფერი შენი მუცლის ამოსავსებად გინდა,
როცა კარადაში სამოსი არ გეტევა და ერთი არ გემეტება სხვისთვის,
როცა ცხრა მთას იქით მიდიხარ იმისთვის რომ ოჯახი ფიზიკურად გადაარჩინო, სხვის დედას ფეხებს ბან იმისთვის, რომ საკუთარს წამლის ფული გამოუგზავნო და შვილს სწავლის ფული გადაუხადო!
როცა იკავებ ისეთ ადგილს, რაც არანაირად არ გეკუთვნის, არ დაგიმსახურებია,
როცა ყოველდღე უყურებ ამ ხელისუფლების მსურველთა თავდასხმებს, მუქარებს, გაწევ-გამოწევებს, ზიიიიიიზღს, აგრესიას, მიდი და გაზარდე შვილი ჰუმანური… თვალებიდან არ ამომდის – სამხიარულოდ მისული ბიჭი გარბოდა თავდასაცავად და გაცხოველებული ბრო სიკვლილისკენ მიდენიდა…
ახლა არ არსებობს სასჯელი, ამ მდევრებს რომ შეეფერებათ…
ეჭვმიტენილების მშობლებს არ დაგავიწყდეთ საკუთარი შვილების უფლებებზე ლაპარაკი, როცა სხვის შვილს სიცოცხლის უფლება წაართვეს…
ჩვენ, დედები რამდენჯერ უნდა მოვკვდეთ, რომ ეს დასრულდეს, ეს უუუუსიყვარულობა, დაუნდობლობა და ბოროტება?

Related Articles

Back to top button
Close