საზოგადოება

,,ნაგლი ფრაიერი ტანკზე უარესიაო” -ვინ ,,შეამკო” ამ გამონათქვამით შალვა ნათელაშვილმა?

,,ამაზეა ნათქვამი, ნაგლი ფრაიერი ტანკზე უარესიაო” _ ამ სიტყვებით ,,შეამკო” ლეიბორისტული პარტიის ლოდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი, რომელიც ოზურგეთში, გურიის მერობის კანდიდატების წარდგენას ესწრებოდა.
,, გურიის მოამბის” ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის ძმა, რომელიც ყოველთვის ერიდებოდა მედიასთან ურთიერთობას და ჟურნალისტებთან საუბარს, ამ დღეს განსაკუთრებით აქტიურობდა და კანდიდატების გვერდითაც არა ერთხელ გამოჩნდა.
ბიძინა ივანიშვილის ძმას არც ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე პასუხისთვის აურიდებია თავი და კანდიდატების შეფასებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ დამსახურებაზეც ისაუბრა
“ქართული ოცნების” დამსახურება ქვეყნისა და ხალხის წინაშე იმდენად დიდია, რომ  დროა პარტიამ სახელი შეიცვალოს და ახდენილი ოცნება დაირქვას-ამბობს ყოფილი პრემიერის ძმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close