ჯანდაცვა

9 დადასტურებული შემთხვევა _ ,,კორონავირუსი ადამიანების იმ ჯგუფს გამოუვლინდა, რომლებმაც იტალიაში ერთად იმოგზაურეს”

ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები, 5 მარტის საღამოს მდგომარეობით, საქართველოში 9-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო ვებსაიტი stopcov.ge იტყობინება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იტალიიდან ჩამოსული ადამიანების კონტაქტების შესწავლის შემდეგ საეჭვო პირებს ჩაუტარდათ ლაბორატორიული ანალიზი. კვლევის შედეგად 5 ადამიანს დაუდგინდა COVID-19. როგორც გამყრელიძე ამბობს, კორონავირუსი, ძირითადად, ადამიანების იმ ჯგუფს გამოუვლინდა, რომლებმაც იტალიაში ერთად იმოგზაურეს.

გამყრელიძის განცხადებით, კიდევ მიმდინარეობს იმ ადამიანების მოძიება, რომლებთანაც ინფიცირებულებს, შესაძლოა, კავშირი ჰქონოდათ. ინფიცირებულთა შორის ბავშვები არ არიან.

ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 162 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close