55 წლის ასაკში გაჩენილი პირველი შვილი
პატარა სტეფანიას დაბადების საოცარი ამბავი - „როცა პირველად ხელში ავიყვანე, სიხარულისგან გული კინაღამ გამისკდა“

ინგა მამადაშვილისა და ბულგარელი თოდორ სტეფანოვის სიყვარულით შექმნილ ოჯახს მხოლოდ ერთი რამ აკლდა ბედნიერებისთვის – შვილი. ცოლ-ქმარმა ეს ნატვრა გვიან ასაკში აისრულა. ამის შესახებ ინგა და თოდორი დილის გადაცემაში „დილა მშვიდობისა, საქართველო“ ყვებიან.
.
ინგა: 55 წლის ასაკში გავაჩინე ჩემი სტეფანია, 9 თებერვალს მოევლინა. თურმე შეუძლებელიც შეიძლება მოხდეს… ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მინდოდა. არ მეგონა, თუ მეყოლებოდა. ძალიან ბედნიერები ვართ. ყველაფერი გვიხარია… სხვანაირი გრძნობაა. ხანდახან არ მჯერა, დედას რომ ვეძახი ჩემს თავს… მე ვარ ეს? სასწაული გრძნობაა. მარტო ეს გვაკლდა…
საბერძნეთში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. იქ მოვძებნეთ ექიმები, მაგრამ არ იყო შედეგი. მერე ისევ საქართველოში წამოვედით, აქ დაგვეხმარა ჩვენი საყვარელი ექიმი ლელა ირემაძე და ყველაფერი გამოვიდა.. რომ გავიგე, ორსულად ვიყავი, შოკში ჩავვარდი, არ მჯეროდა.
თოდორი: სტეფანიას დაბადებამ მთელი ცხოვრება შემიცვალა. ის ნანატრი შვილია, რომელსაც 50 წელი ველოდი. ყოველ დილით სიხარულით ვიღვიძებ. ის უფლის საჩუქარია ჩვენთვის. როდესაც ჩემი შვილი დაიბადა და პირველად ხელში ავიყვანე, სიხარულისგან გული კინაღამ გამისკდა. არასდროს დამავიწყდება ეს წუთები და ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ამის ღირსი გამხადა.
გადაცემა „დილა მშვიდობისა, საქართველო“




