ჯანდაცვა
42 დასახელების წნევის დამწევი მედიკამენტი ონკოლოგიური რისკის მატარებელია
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ბაზრიდან 42 დასახელების მედიკამენტის ამოღებას ითხოვს. სააგენტომ ფარმაცევტულ კომპანიებს ამ მედიკამენტების რეალიზაციის შეწყვეტა მოსთხოვა.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის, ნაილი შენგელიძის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში შესული შეტყობინება გახდა. შეტყობინების თანახმად, კომპანია Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის მიერ წარმოებულ მედიკამენტში არსებული მინარევი Valsartan-ი ონკოლოგიური რისკის მატარებელია.
საუბარია წნევის დამწევი მოქმედების მედიკამენტებზე.
წყარო: /imedinews.ge