მსოფლიო

4 ბავშვი და კაცი მოკლეს აშშ-ში

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში 4 ბავშვი და კაცი მოკლულები იპოვეს. ამის შესახებ ტელეკომპანია WSB-TV პოლიციაზე დაყრდნობით წერს. მოკლულთა ცხედრები ქალაქ ატლანტის გარეუბანში მდებარე სახლში აღმოაჩინეს. ერთი ბავშვი გადარჩა და ის სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ ქალი დააკავა, რომელიც დაღუპული ბავშვების დედაა. ჯერჯერობით იმის მტკიცებულება, რომ ბავშვები მან მოკლა, პოლიციას არ აქვს.

ამ ფაქტის შესახებ პოლიციის თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა ინფორმაცია Twitter-ზე გაავრცელეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close