საზოგადოება

4 ბავშვიანი ოჯახები ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებენ – ,,ეს არის ცინიზმი და ხალხის დაცინვა”

,,ეს არის ცინიზმის, ხალხის დაცინვის და აბუჩად აგდების უმაღლესი გამოვლინება” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი.

მსგავსი კომენტარი მან პარლამენტის წევრის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაზე გააკეთა.

“მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ოთხი ბავშვი ჰყავს, ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე – დამატებით 10-10 ლარს. საქსტატის მონაცემებით, (2014 – საყოველთაო აღწერის შედეგები) 12369 შინამეურნეობაა, სადაც ოთხი და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს. შესაბამისად, სარგებლის სახით, ჯამური ფინანსური შედეგი წლიურად დაახლოებით 3 489 000 ლარი იქნება”, – განაცხადა, “პირველი არხის” ცნობით, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის: მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი საქართველოში 2006 წელს გაუქმდა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close