საზოგადოება

,,30-40 წელიწადში უცხო ტომელი ბევრად მეტი იქნება საქართველოში, ვიდრე ქართველი”

ოთარ ჩრდილელი, პარლამენტის დეპუტატი:

_ ვინ, ვართ ჩვენ?! რა ჯიშის ვართ?!

რას წარმოვადგენთ ამნაირს, რომ არ ვუფრთხილდებით-1მანეთის სიცოცხლეს! შვილებს ვკლავთ! ვინ მისცა ჩვენს ერს ამის ფუფუნება, რომ გენოფონდს ვანადგურებთ, ჩვენივე ხელით! ჩვეულებრივზე, რომ არაფერი ვთქვათ-90% მარჯვენა საჭიანი მანქანების მფლობელები, რომ პოტენციურ მკვლელებს და მსხვერპლს წარმოადგენენ, არ ახალია!  ჯიპებზე წამომჯდარნი, რომ არას დაგიდევთ, ესეც ძველია!
ჩამოვიდეთ მანქანებიდან, ვიაროთ ფეხით, ველოსიპედით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით…ვაცალოთ ჩვენ და სხვის შვილებს გაზრდა და ცხოვრება… არ უნდა ყველა აბიტურიენტს და სტუდენტს მანქანა! მარტო თბილისში 600 ათასი მანქანა დადის! რად უნდა სტუდენტს მანქანა?! მართლა გაგიჟება შეიძლება რა!!!
უკაცრავად, სხვანაირად არ გამიგოთ და ორგზის დეპუტატი ვარ, სხვაზე ნაკლებ არც ტარება ვიცი, მაგრამ წელიწადზე მეტია დავდივარ უმანქანოდ, მეტროთი და ფეხით ვმოძრაობ. როცა მყავდა მაშინაც მხოლოდ თბილისი-სამტრედიას შორის დავდიოდი. რა უბედურებაა მართლა ამდენი მანქანა… ბევრი პრობლემაა ჩვენში მენტალურად, ბევრი!

 ცოტა თავს შემოვუძახოთ, თორემ ისეთი ტემპი გვაქვს აღებული, 30-40 წელიწადში-უცხო ტომელი ბევრად მეტი იქნება საქართველოში, ვიდრე ქართველი…

დეპუტატის აღშფოთება გამოიწვია ინტერპრესნიუსის იინფორმაციამ რიკოთის გვირაბთან მომხდარი ავარიის შესახებ. ავარიის შედეგად გარდაცვლილი 6 ადამიანიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანაში, რომელსაც გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა, ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები ისხდნენ.

ავარიის შედეგად, 5 ადამიანი, მათ შორის ბავშვები ადგილზევე გარდაიცვალნენ. ერთი კი ხაშურის საავადმყოფოში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მალევე გაწერეს.

ტრაილერის მძღოლი დაკავებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close