პოლიტიკა

,,30-მა პარტიამ ხელი მოაწერა იმას, რომ ერთმანეთის ხმებს დაიცავენ” _ უპრეცედენტო გადაწყვეტილება

დღეს, 18 აგვისტოს ოპოზიციამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც მითითებულია, რომ 30 პარტია როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავს.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, ეს დოკუმენტი “აბსოლუტურად უპრეცედენტოა”.

“პირდაპირ არის მითითებული, პირველად საქართველოს ისტორიაში, რომ პრაქტიკულად 30-მა პარტიამ ხელი მოაწერა იმას, რომ ერთმანეთის ხმებს დაიცავენ. არა მხოლოდ საკუთარი ხმებისთვის ვიბრძოლებთ, არამედ ერთმანეთის ხმებს დავიცავთ და არ მივცემთ ქართულ ოცნებას იმის შესაძლებლობას, რაც 2016 წელს გააკეთა, როცა ჩემი პოლიტიკური პარტიის ხმები თავად და სატელიტ ოპოზიციურ პარტიებს გადაულაგა. ეს არის ჩვენი ამომრჩევლისთვის იმის იმედის მომცემი, რომ ქართული ოცნება ვერ შეძლებს ხმებით მანიპულირებას”, – თქვა ნინო ბურჯანაძემ.

წყარო: ghn.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close