საზოგადოება

,,30 ათასი ლარის საწვავი გახარჯეს მაშინ, როცა მანქანით გადაადგილება აკრძალული იყო”

,,ფლანგვის დეტექტორი"-ს სკანდალური კვლევა

   2020 წლის თებერვალი-მაისის თვეებში ფინანსთა სამინისტრომ თითქმის 30 ათასი ლარის საწვავი მოიხმარა.
მოხმარებული საწვავის ოდენობა უტოლდება იმ პერიოდისას, როცა მანქანით გადაადგილება აკრძალული არ იყო.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფლანგვის დეტექტორი”, საკუთარ ფეისბუქგვერდზე, გამაოგნებელ კვლევას აქვეყნებს. გთავაზობთ უცვლელად:
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მინისტრმა, მისმა მოადგილეებმა და თანამშრომლებმა პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, 2020 წლის თებერვლის, მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში 16 624 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, რამაც 29 777 ლარის ღირებულება შეადგინა.

გამოდის, რომ თითოეულ თვეში სამინისტროს თანამშრომლები საშუალოდ 4,156 ლიტრ საწვავს მოიხმარდნენ, რაც საშუალოდ თვეში 7,444 ლარს შეადგენდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, რა დროსაც დაწესდა შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი. საგანგებო მდგომარეობამ ქვეყანში 23 მაისამდე გასტანა, ამ პერიოდის განმავლობაში სხვა რაღაცებთან ერთად, მათ შორის აკრძალული იყო მანქანით გადაადგილება.
ფლანგვის დეტექტორმა ასევე გაარკვია, რამდენი საწვავი მოიხმარა და ამაში რა გადაიხადა ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში – 35 165 ლიტრი საწვავი, რაც 62 539 ლარის ღირებულების იყო.
გამოდის, რომ სამინისტრომ იანვარში, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში თითქმის ანალოგიური რაოდენობის – 18 541 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, რაც ზემოთ აღნიშნული დანარჩენი ოთხი თვის განმავლობაში.
წყარო – ფინანსთა სამინისტროს წერილი: https://www.scribd.com/…/%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1…

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close