პოლიტიკა

3 ნაცს + 93 ქოცი – ,,ვინ იყო 96 დეპუტატი, ვინც ხმა მისცა ლომჯარიას?”

ირმა ინაშვილი:

” ახლა საზოგადოების დიდი ნაწილი “სულიკოსავით” ეძებს “ქართული ოცნების” იმ 16 დეპუტატს, ვინც გაბედა და ლომჯარიას წინააღმდეგ მისცა ხმა.”

მეორე დღეა ისმება არა ერთი შეკითხვა, ბოლოს და ბოლოს ვინ მიიღო მონაწილეობა სახალხო დამცველის არჩევაში და ვინ- არა, ვინ – ვის სასარგებლოდ მისცა ხმა, თუ წინააღმდეგ. მეგობრებო, ასეთ ვითარებაში სიზუსტეს ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს. წარმოიდგინეთ ოპოზიციის ფლიგელი. კენჭისყრის მომენტში ქვემოდან მესამე რიგში ზის ნაცმოძრაობის სამი დეპუტატი: სალომე სამადაშვილი, რომან გოცირიძე და ნიკა მელია. ამ სამმა დეპუტატმა, როგორც საჯაროდ იყო ცნობილი, ხმა მისცა ქალბატონ ლომჯარიას. ნაცმოძრაობა მუდმივად აცხადებდა, რომ ნინო ლომჯარია მათი კანდიდატია და შესაბამისად, “ქართული ოცნებისა” და ნაცმოძრაობის ერთობლივი კანდიდატი. პირველ-მეორე რიგებზე განთავსებულნი არიან ბოკერიას პარტიის წევრები, რომლებმაც წინასწარ დააანონსეს, რომ კენჭისყრაში არ მიიღებდნენ მონაწილეობას. სულ 9 დეპუტატია, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა, მაგრამ ხმა არც იმას მისცა და არც ამას. ქვემოდან მეოთხე რიგი ჩვენია- პატრიოტების. მე, გიორგი ლომიამ, ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა ხმა მივეცით ლომჯარიას წინააღმდეგ! ანუ გამოვიყენეთ ღილაკი – წინააღმდეგ! მეხუთე, ვინც ეს ღილაკი გამოიყენა, როგორც თავად ბრძანა, სალომე ზურაბიშვილი ყოფილა.

ახლა გიორგი ფოფხაძის მხარდამჭერების შესახებ! პატრიოტების 4 დეპუტატმა ხმა ჩვენს კანდიდატს მივეცით, დანარჩენი 16 მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატია. ქალბატონ სალომეს განუმარტავს, რომ ლომჯარიას წინააღმდეგ კი მივეცი ხმა, მაგრამ ფოფხაძის მხარდასაჭერად ხმა არ მიმიცია, რადგან ფოფხაძე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებმა” წარადგინესო… ნაცებს საკუთარი ფავორიტი ჰყავდათ, ბოკერიებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, ანუ გიორგი ფოფხაძეს, ჩვენს გარდა, მხარი “ქართული ოცნების” 16 დეპუტატმა დაუჭირა. ვინ იყო 96 დეპუტატი, ვინც ხმა მისცა ქალბატონ ლომჯარიას? სამი ნაცმოძრაობიდან და 93- “ქართული ოცნებიდან”.

საინტერესოა ფაქტი, რომ კენჭისყრის დაწყებამდე “ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატს დაუტოვებია დარბაზი. სავარაუდოდ მათ, ვისაც ხმის მიცემა არც წინააღმდეგ უნდოდა და არც პირიქით, ანუ გარიდებულები. ესეც კარგია, ესეც საქმეა, ესეც რაღაცას ნიშნავს, როცა ზნეობრივი პრინციპების შენარჩუნებას ცდილობ. მე ამასაც ვაფასებ. ახლა საზოგადოების დიდი ნაწილი “სულიკოსავით” ეძებს იმ 16 დეპუტატს, ვინც გაბედა და ლომჯარიას წინააღმდეგ მისცა ხმა. ცრუ გმირებს ნუ ეძებთ, ან რა გმირობაა, თუ გაბედე და ლომჯარიას არ დაუჭირე მხარი. გმირობას ცოტა სხვა სიმაღლე აქვს, ყველა დავფიქრდეთ ამაზე. ნუ გავაუფერულებთ თავგანწირვას, იგივე, გმირობას…. ეს 16 დეპუტატი მაგარიცაა, ჯიგარიცაა, მაგრამ, დარმწუნებული ვარ, გმირობაზე თითოეულ მათგანსაც იგივე წარმოდგენა აქვს, როგორიც მე. იმაშიც ვარ დარმუნებული, რომ ეს 16 მხედარი ,საჭიროების შემთხვევაში, ნამდვილ გმირობასაც ჩაიდენს, ვიდრე ლომჯარიას წინააღმდეგ ხმის მიცემაა”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close