საზოგადოება

,,28 წელი გავიდა ამ დღეებიდან… კვლავ ფეთქებადსაშიში სიტუაციაა ქვეყანაში !”

სანდრო ბრეგაძე, ქართული მარშის ლიდერი:

_ დღევანდელი დღესავით მახსოვს 1991 წელს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან მოსული სტუდენტების-გიგა ბოკერიას,გოკა გაბაშვილის, გია ბარამიძის, გივი თარგამაძის, ფიქრია ჩიხრაძის, მამუკა კაციტაძის ზიზღით აღსავსე თვალები !!! სტუდენტები იყვნენ,მაგრამ სისხლი წყუროდათ !!! მათთან შეხვედრის დაწყებამდე ბატონმა ზვიადმა თავისთან მიხმო, დაახლოებით 1 საათი მესაუბრა, რომ ახალგაზრდებში განხეთქილება დაუშვებელი იყო და რომ უნდა შევრიგებოდით მათ, რომ ერთიანობის და ქრისტიანული მიტევების ჟამი იდგა !!! როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს, ზვიადს ჯეროდა, რომ საუბრითა და შეგონებით შეძლებდა სტუდენტების მეამბოხე ნაწილის დარწმუნებას !!! შეხვედრამ დაადასტურა, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან ამ სისხლზე დაგეშილ ახალგაზრდა მანქურთებს, ვერანაირი ქრისტიანული მიტევება და შეგონება ვერ შეაჩერებდა !!! მათ განსაზღვრული ამოცანა და მიზანი ქონდათ – უნდა დაენგრიათ საქართველო !!! ამ შეხვედრიდან 1 თვეში ეს “სიმპატიური სტუდენტები” რუსული კალაშნიკოვით ხელში იდგნენ რუსთაველზე და ზარბაზანს ესროდნენ კანონიერ ხელისუფლებას !!! შემდეგ დაიწყო დახვრეტები, დაპატიმრებები, წამება, ყაჩაღობა, ქურდობა და ქვეყნის საბოლოოდ განადგურება !!!

28 წელი გავიდა ამ დღეებიდან. აღარც მე ვარ სტუდენტი და აღარც ბოკერია, მაგრამ კვლავ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვდგავართ, კვლავ ახალგაზრდები და სტუდენტებია ამ საქმეში ჩართული, კვლავ საქართველოს განადგურებას ცდილობს იგივე ხალხი, კვლავ ფეთქებადსაშიში სიტუაციაა ქვეყანაში !!! ეს ღირებულებების ბრძოლაა, მოღალატეებთან ბრძოლაა და ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ, 1992 წელს წაგებული ბრძოლა უნდა მოვიგოთ, უნდა მოვიგოთ, რათა იგივე არ განმეორდეს, რაც ერთხელ უკვე ვნახეთ !!!

მერწმუნეთ – ის მხედრიონელი და კიტოვანის გვარდიელი ახალგაზრდები, ბოკერიას სტუდენტებიც გარეგნულად ძალზედ სიმპათიური და საყვარელი ბავშვები იყვნენ, თუმცა რაც დამართეს ჩვენს ქვეყანას, ყველას კარგად გახსოვთ !!! არც დეპუტატობაა იმუნიტეტი, არც პენსიონრობა, არც ახალგაზრდობა და არც სტუდენტობა, ყველას თავისი სახელი უნდა დაერქვას და ყველას თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ !!! ასე უნდა მოვიქცეთ, თუ გვსურს სამშობლოს გადარჩენა !!!

Related Articles

Back to top button
Close