საზოგადოება

,,2003 წლის გადამტრიალებლების მთავარ დამფინანსებელს, ბ-ზე რომ იწყება სახელი და ი-ზე გვარი, რას უპირებთ?”

დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი:

_ “საქართველოში ორჯერ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, 1992 და 2003 წელს… ახლა იყო მესამე მცდელობა” @პრემიერად წოდებული ბახტაძე.

თავი დავანებოთ იმას, რომ 20 ივნისის ღამის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეფასება ავადმყოფური ფანტაზიის ზღვარსაც ცდება, მაგრამ რომ ბედავთ და 2003 წლის გადატრიალებაზე ლაპარაკობთ, იმ გადამტრიალებლების მთავარ დამფინანსებელს, ბ-ზე რომ იწყება მისი სახელი და ი-ზე გვარი, რას უპირებთ? ჯორჯ ბუში რომ ჩამოვიდა აქ და სიტყვით გამოდიოდა, ისიც პუტჩისტი იყო? და კიდევ სააკაშვილის თანამზრახველი პუტჩისტები რომ გყავთ მაქ, ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია და ბიძინა გუჯაბიძე, მაგათ როდის იჭერთ?

არა რა, საერთოდ ძალიან არ მიყვარს უცენზურო გამოთქმები, მაგრამ მე მაპატიეთ და “დაყლევების” გარდა სხვა შესაფერისი სიტყვა უბრალოდ არაა ქართულში ყველაფერ ამის დასახასიათებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close