მსოფლიო
18 გარდაცვლილი და 21 დაშავებული _ მაგისტრალზე ერთმანეთს 30 მანქანა შეეჯახა (ვიდეო)

ჩინეთში ანჰუის პროვინციაში, ერთ-ერთ საავტომობილო მაგისტრალზე 30-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა, 21 კი დაშავდა.
ავარიის შედეგად რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის ადგილზე საპატრულო-სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდო მიზეზად ძლიერი ნისლი სახელდება.
https://www.youtube.com/watch?v=rVYQOzg6H4o