
25 ოქტომბერს, ბათუმში, გრანდიოზული და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქორწილი გაიმართა, რომელიც გამორჩეული სტუმართა რაოდენობით იყო. დარბაზში 1750 სტუმარი იმყოფებოდა. იმ დღის მთავარი გმირები ლუკა გოგიტიძე და ლიზი კონცელიძე იყვნენ. წყვილი, რომლის სიყვარულის ისტორია მეგობრობით დაიწყო, გრანდიოზულ დღეს 5 თვის განმავლობაში გეგმავდნენ. პატარძალი ყველა საკითხში თავად იყო ჩართული. ლიზი კონცელიძე ამბები.ჯი-ისთან საუბრობს:
.
-2 წელი ვიყავით შეყვარებულები და შემდეგ გადავწყვიტეთ დაოჯახება.ქორწილი 1750 კაციანი იყო ნამდვილად. ქორწილი იყო ორივე მხრიდან, როგორც გოგოს, ასევე ბიჭის, ქორწილს 5 თვის განმავლობაში ვგეგმავდით, ოჯახის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა ყველაფრის დაგეგმვაში, რომ არა ისინი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვერ წარვმართავდით ისე, როგორც საჭირო იყო. სტუმრები იყვნენ საზღვარგარეთიდანაც.
რაც შეეხება ტორტს, იყო პირადად ჩემი არჩეული, ძალიან მინდოდა განსხვავებული და ორიგინალური დიზაინი, ტორტი 5000 ლარი დაჯდა, დიზაინზე დაახლოებით 5-6 დღე მუშაობდნენ.
ნამდვილად გრანდიოზული და დიდი ქორწილი გამომივიდა, რადგან საახლობლო წრე ორივე მხრიდან ძალიან დიდია. დიახ, მსგავსი ქორწილი იშვიათია და მიხარია, რომ სწორედ ჩვენი ქორწილი იყო განსხვავებული. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, დაახლოებით 150 000 დაჯდა ეს სილამაზე. მომავალ პატარძლებს ვურჩევ, ეს გამორჩეული დღე აქციონ უფრო საოცრებად თავიანთი დღისთვის.
ამბები.ჯი





