საზოგადოება

15 წლის გოგონა, რომელიც მდინარეში გადავარდა, სიკვდილისაგან თანატოლმა იხსნა _ ახალი ამბავი

თიკო ძამუკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

_ სულ ახალი ამბავია. აი, მეც ჯერ კიდევ ემოციებში ვარ. ჩემი მეგობრის შვილი, 15 წლის გოგო მდინარეზე გაყვა მამას და მის ძმაკაცებს. იქ ფეხი აუცურდა და მაღლიდან გადავარდა წყალში. გონი დაკარგა და 15 მეტრი წყალმა ათრია. ვერც მამამ და ვერც მისი ძმაკაცებმა ვერ გაბედეს შესვლა, ცურვის ცოდნასაც არ ჰქონდა აზრიო, როგორც თქვეს, ისეთი ადგილი ყოფილა წყალი გითრევდა და ნუ მამაა, მაგრამ შეეშინდა სიკვდილის. ასეც ხდება თურმე.

იქ მისი თანატოლი ბიჭი იყო, რომელმაც არ იცოდა ცურვა, არც ამ ჩემი მეგობრის შვილს იცნობდა და გადახტა და არ ვიცი როგორ, რანაირად, ალბათ ღმერთის დახმარებით, ეს გოგო ამოიყვანა და რაღაც ხის მორს ჩაეჭიდნენ. მერე კი იქიდან გამოიყვანეს ჯაჭვით ორივე. ღმერთს მადლობა, რომ ჩემი უსაყვარლესი ადამიანი გადამირჩინა და დაიფარა და კიდევ მადლობა, რომ ამ ბიჭისნაირი ადამიანები არსებობენ. ეხლაც მეტირება ისე იმოქმედა ამ ამბავმა. 
  ჰო, ამ ბიჭზე ორიოდე სიტყვით. დედა არ ჰყავს, ბევრი დედმამიშვილები არიან, ფინანსურად უჭირდათ და სხვა რაიონში გადავიდა სამუშაოდ. თონეში მუშაობს 15 წლის ბიჭი და რასაც იღებს ფულს, ძირითადად თავის ოჯახს უგზავნის. სკოლაში გაჭირვების და ამ პირობების გამო ვერ იარა, მაგრამ გამოცდები მაინც ჩაუბარებია. სახელი და გვარი არ ვიცი ჯერჯერობით. მხოლოდ ეს ვიცი, რაც მოგიყევით, მაგრამ გავიგებ აუცილებლად და ერთს მაინც ჩავეხუტები და მადლობას მაინც ვეტყვი.

აი, ასეთი ადამიანები არიან ნამდვილი სიყვარულის მაგალითები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close