მსოფლიო

140 დაკავებული 48 საათში _ ანტიტერორისტული ოპერაციების სერია თურქეთში

ანტიტერორისტული ოპერაციების სერია თურქეთში – 48 საათში 140 ადამიანი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილთა უმეტესობა ანკარაში აიყვანეს. სამართალდამცავებმა რეიდები რვა პროვინციაში ჩაატარეს.
მათ შორის, იზმირსა და სტამბოლში. დაკავებულთა უმეტესობა სირიის მოქალაქე აღმოჩნდა.
ამოღებულია იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად საჭირო მასალა და პროპაგანდისტული ლიტერატურა.
გამოძიების ცნობით, ანკარაში დაპატიმრებულთა ნაწილი 29 ოქტომბერს დედაქალაქში ტერაქტს გეგმავდა, ხოლო სტამბოლში დაკავებული პირები, ამავე დღეს, სავაჭრო უბანში თავდასხმის მოწყობას აპირებდნენ. შეგახსნებთ, რომ თურქეთი 29 ოქტომბერს რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close