სხვა
100 წლის გიორგი უმანკოშვილის დღეგრძელობის საიდუმლო
„ჩემი სულით და გულით, ხასიათით, სურვილებით ჯერ კიდევ ახალგაზრდული წარმოდგენები მაქვს“
გიორგი უმანკოშვილი 100 წლის უმდიდრესი ადამიანია. მისი სიმდიდრე კი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები არიან. ამბობს, რომ მისი დღეგრძელობის საიდუმლო ბედნიერებაშია.
.
-ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, სრულებით არ მგონია, რომ მე 100 წლის ვარ. ჩემი სულით და გულით, ხასიათით, სურვილებით ჯერ კიდევ ახალგაზრდული წარმოდგენები მაქვს. ამ 100 წლის განმავლობაში ყველაზე მთავარი სიმდიდრე რაც შემიქმნია ჩემი ცოდნით და შრომით, ეს არის ჩემი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. ამიტომ ვარ ბედნიერი კაცი. ჩემი გამოცდილებით, ადამიანმა ხანგრძლივად რომ იცოცხლოს, ბედნიერი უნდა იყოს… – ამბობს გიორგი უმანკოშვილი.
„დილა მშვიდობისა საქართველო“