
არქეოლოგებმა თურქეთში 1 200 წლის წინანდელი პური აღმოაჩინეს, რომელზეც იესო ქრისტეა გამოსახული. ხუთი დანახშირებული პურის ნიმუში ტოპრაქთეფეს არქეოლოგიურ ობიექტზე – ძველი ქალაქ ეირენოპოლისის ტერიტორიაზე იპოვეს.
.
 
 
 „ეირენოპოლისი, რომელიც ისავრიის ისტორიულ რეგიონში მდებარეობს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ბიზანტიური ქალაქი იყო, სადაც ბერძნული ენა დომინირებდა. ფოტოებზე ჩანს გაშავებული პური, რომელზეც იესოს სუსტად გამოკვეთილი გამოსახულებაა დატანილი წარწერით „კურთხეული იესოს მადლით” .
ფოქს ნიუსი
 
					


