სიღნაღის ამბები
		
	
	
სიღნაღში, მომავალ წელს, 8 ახალგაზრდული პროექტი განხორციელდება

   სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.
   საბჭოს წევრებმა მერს წარუდგინეს რვა ახალგაზრდული პროექტი,(ინიციატივა),რომელიც 2025 წლის ახალგაზრდულ ხედვას წარმოადგენს.
  ამავე შეხვედრაზე,დაიგეგმა 3 დეკემბერს შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება,რომელიც შშმ პირთა ცენტრში სტუმრობასა და სხვადასხვა აქტივობას ითვალისწინებს.
 
					



