საზოგადოება

,,აღდგომის წინა დღეებში არ შევალ დისკუსიაში მასთან…”_ რა მოჰყვება სასულიერო პირებთან დაწყებულ კონფლიქტს?

“მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს”, — ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მეუფე იაკობს, რომელმაც ის და მისი მოადგილე მოსახლეობის სიფრთხილისკენ მოწოდების გამო გააკრიტიკა და ამას უღირსი საქციელი უწოდა.

“თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეიძლება შეტევა განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როდესაც ასაკით უფროს ადამიანებს ელაპარაკება და ესაუბრება.

ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომას, როდესაც მე საპატრიარქოში ვიყავი და იცის მან მე რაზეც ვიასაუბრე იქ. ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში არ შევალ დისკუსიაში მასთან. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან”, — განაცხადა მან TV პირველთან სატელეფონო საუბრისას.

Related Articles

Back to top button
Close