სიღნაღის ამბები

,,ცნობილი მხატვრები იყვნენ ჩვენთან და გვითხრეს, პიკასოს სტილის მხატვარიაო”

ბოხორელ შშმ პირთა საინტერესო ცხოვრება და ისტორიები

სიღნაღში, ულამაზესი ხედებით შემკულ ბოხორის დასახლებაში, ლალი ხანდოლიშვილის ოჯახი ინტელექტუალური პრობლემების მქონე ადამიანებთან ერთად ცხოვრობს. სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირის დამფუძნებელმა და დირექტორმა შშმ პირებთან მუშაობა 25 წლის წინ დაიწყო, უცხოეთში სტაჟირება გაიარა და საქართველოში სრულიად ახალ საქმიანობას ჩაუყარა საფუძველი. მის მიერ აშენებულ სახლებში ამჟამად 27  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს და იქვე მოწყობილ სკოლა-სახელოსნოებში სხვადასხვა ხელობებს ეუფლება. ,,მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მე და ჩემმა მეუღლემ შევქმენით, ჩვენ მათი სტუმრები ვართ“ _ გვითხრა ქალბატონმა ლალიმ.

ჩვენი ვიზიტის დროს ბოხორელ შშმ პირთა სამზარეულოში დიდი ფუსფუსი იყო. როგორც გვითხრეს ერთ-ერთი ბენეფიციარი გოგონას დაბადების დღისთვის ემზადებოდნენ. სახელოსნოში საკუთარი ხელით დამზადებული ხის სუვენირები და ნახატები ჰქონდათ გამოფენილი. ქალბატონმა ლალიმ სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირის დაარსების საინტერესო ისტორია გაგვაცნო:

_ სიღნაღში, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 28 წლის ბიჭი, რომელსაც ერთ დღეს გარდაეცვალა მზრუნველი დედა და ბებია. მისი მდგომარეობა ძალიან განვიცადე.  გამუდმებით ვფიქრობდი, რა ეშველებოდა მზრუნველობა მოკლებულს? გადავწყვიტე, ქვეყნის მასშტაბით მომეძებნა დაწესებულება, რომელიც მარტოდ დარჩენილ შშმ პირებზე იზრუნებდა, მაგრამ მსგავსი სამსახური ვერ აღმოვაჩინე. გამოდიოდა, რომ მზრუნველის გარეშე დარჩენილი შშმ პირები ღვთის ანაბარად რჩებოდნენ.  ბავშვთა სახლებში მყოფ შშმ პირებს თუ არ გამოუჩნდებოდათ პატრონი, ფსიქიატრიულში დაწესებულებებში ან მოხუცთა თავშესაფრებში ანაწილებდნენ, სადაც გაუსაძლის ყოფაში იყვნენ.  სიღნაღელი ბიჭის ამბავი იმით დასრულდა, რომ ის შორეულმა ნათესავმა ერთ-ერთ ფერმაში წაიყვანა და დღემდე იქ ცხოვრობს.

მოგვიანებით გავარკვიე, რომ გერმანიაში არსებობდა  საცხოვრებლები, ე.წ. ჰაიმები, სადაც მსგავსი ჯანმრთელობის  პრობლემების მქონე ადამიანები თანაცხოვრებას ეწეოდნენ. შრომით თერაპიას სპეციალურ სახელოსნოებში გადიოდნენ, ჩართული იყვნენ შრომით საქმიანობაში და დროს ნაყოფიერად ატარებდნენ. ამ პერიოდში თბილისში, ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის  უკვე არსებობდა დღის ცენტრი. ჩავედი და მოვინახულე. ამ ტიპის სახლი მანამდე არ მენახა.  თვალში მომხვდა ადამიანებს შორის არსებული ღირსეული ურთიერთობები. ისე მოვიხიბლე იქ შექმნილი მდგომარეობით, მიუხედავად იმისა, რომ სიღნაღში სამსახური მქონდა, მათ მოხალისედ, მუსიკის პედაგოგად მუშაობა შევთავაზე. კვირაში ერთ დღეს სიღნაღიდან ჩავდიოდი,  სიმღერას ვასწავლიდი და ვართობდი ბერეფიციარებს.

2000 წელს სოციალური თერაპიის სახლში ბელგიიდან ჩამოვიდა იან ბორკსი, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ევროპულ სახლებზე ბევრი საინტერესო ისტორია გაგვაცნო. ბელგიაში მას თავადაც ჰქონდა მსგავსი დაწესებულება, სადაც  50-მდე ინტელექტუალურად შეზღუდული პირი ოჯახურად ცხოვრობდა. ისინი ადგილზევე იყვნენ დასაქმებულები – აცხობდნენ პურს, ამზადებდნენ კერძებს, ასუფთავებდნენ სახლს, მუშაობდნენ სახელოსნოებში. ბორკსს ვუთხარი, რომ დაინტერესებული ვიყავი ამგვარი ადამიანების ყოფა-ცხოვრებით. ეტყობა იანთან შეხვედრა ჩემი ბედისწერა იყო. მან ბელგიაში შშმ პირების სახლის გასაცნობად მიმიწვია. რამდენიმე თვე ვიცხოვრე მათთან და კარგად აწყობილ სისტემას გავეცანი. ბორსკების  ოჯახი ცხოვრობს ინტელექტუალურად შეზღუდულ ადამიანებთან ერთად. მათ სახლში ისეთი მაღალი დონის დემოკრატია ვნახე, გაოცებული დავრჩი. იქ მიღებული კარგი  ცოდნა- გამოცდილები დავბრუნდი საქართველოში და გადავწყვიტე, მსგავსი დაწესებულება მეც გამეკეთებინა. Homebuyers typically have the resources to purchase properties rapidly. They can sell homes quickly. Home investors can help you sell your house quickly and for the highest possible price. Visit https://www.home-investors.net/new-york/.

ჩემს ოჯახს სიღნაღის ერთ-ერთ უბანში, ქედელში მიწის ნაკვეთი ჰქონდა, მის მიმდებარედ კი ძველი სახლი იყიდებოდა. ბელგიაში მოგროვილი ფულით ეს სახლი და ერთი ძროხა ვიყიდე. შემდეგ ფერმის აშენება გადავწყვიტე და ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა- დონორმა ორგანიზაციამ ფერმის ასაშენებლად და 35 ძროხის საყიდლად ფული გადმოგვცა. ძროხის ნაწარმს ვყიდდით და ფულს ვაგროვებდით.  2002 წელს დაიწყო ჩემი ოცნების ასრულება, რადგან პირველი შშმ პირი მივიღეთ ჩვენს სახლში და 2010 წლამდე ყველა ერთად, ძველი შენობაში ვცხოვრობდით. არ გვქონდა შემოყვანილი გაზი, წყალი, წვიმის დროს ჭერიდან წყალი ჩამოგვდიოდა. მოგვიანებით ავაშენეთ შენობები და კეთილმოვაწყეთ.

ჩვენი დაწესებულება ბორკსების ბელგიური სახლის ანალოგი არ არის, რადგან  შერწყმულია ქართულ რეალობასა და ხასიათს. მაგალითად, გვინდოდა ფართოდ გაგვეშალა  კამპანია- იცხოვრე უნარშეზღუდული ადამიანების გვერდით. გვეშოვა ოჯახები, რომლებიც შშმ პირებთან  ერთად იცხოვრებდნენ ჩვენს მიერ აშენებულ კომფორტულ სახლებში და იქვე  დასაქმდებოდნენ. ჩვენი ოჯახის მეტი, მსგავს ყოფაში ცხოვრების მსურველი ჯერ არ გამოჩენილა.

     _ თქვენი ოჯახის წევრებს არ გაუჭირდათ ასეთი თანაცხოვრება?

_ პირველი ბენეფიციარი, მიშა რომ მოვიყვანეთ ოჯახში, თავდაპირველად მეც გამიჭირდა. ყოველ ახალ წევრს ინდივიდუალურად ვუდგებით. ცხადია, საწყის ეტაპზე მათაც უჭირთ და ჩვენც, მაგრამ მერე ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით ხდება.

საქართველოში ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია ვართ, რომელიც ინტელექტუალური პრობლემების მქონე ადამიანებს იღებს და პატრონობს. მსგავსი ორგანიზაცია გააკეთეს გრემის თემშიც. 2006 წლიდან სერვისპროვაიდერები ვართ და სახელმწიფო ბენეფიციარებს ბავშვთა სახლებიდან გვიგზავნის. ჩვენთან  მხოლოდ ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანებს არ ვიღებთ. ინტელექტუალურად შეზღუდულ ადამიანებთან თანაცხოვრება ადვილი არ არის, მაგრამ მათთან დასაკავშირებელ გზებს თავად ვეძებთ. ყველა მათგანს ისე ვექცევით, როგორც ჩვენს  ტოლსა და სწორს. ყოველ წამს გვახსოვს, რომ ამ ადამიანებმა დაგვასაქმეს და მოგვცეს საშუალება, მადლიანი საქმე ვაკეთოთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჩემი და ჩემი მეუღლის ხელითაა აქ გაკეთებული, მაინც ვთვლით, რომ მათი სტუმრები ვართ და მათ სახლში ვცხოვრობთ… ბელგიური ორგანიზაცია შექმნიდან დღემდე გვერდში გვიდგას და დახმარების ხელს გვიწვდის. house buying companies that specialise in real estate are experts in the field; as a result, they are in a position to provide sound guidance on how to most successfully market your house. Their knowledge of how prices and trends fluctuate in the market might perhaps help you make more educated decisions. Visit https://www.cashoffers.com/michigan/cash-offer-monroe-mi/.

  თეა ყარაგოზიშვილი, თანადამფუძნებელი და მენეჯერი:

_ 27 ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანი ცხოვრობს ჩვენს სახლებში. ყველაზე მცირე ასაკის ბენეფიციარი 20 წლისაა და ყველაზე უფროსი 51-ის. ისინი სამ საცხოვრებელ სახლში არიან გადანაწილებულნი. თითოეულს საკუთარი ოთახი აქვს. მხოლოდ რამდენიმე ბენეფიციარი, საკუთარი სურვილით ცხოვრობს ერთ ოთახში. საჭმელს თავიანთ შენობაში მოწყობილ კომფორტულ სასადილო ოთახებში მიირთმევენ. ერთმანეთს კი ერთიან სივრცეებში ხვდებიან, რომლიც ჩვენს დაწესებულებაში მრავლადაა.

     _ მათი ერთი დღე აღგვიწერეთ…

_ მათი დღეები ერთმანეთს არ ჰგავს, თუმცა არსებობს რუტინაც. დილით იღვიძებენ, წესრიგდებიან, ზოგიერთს მომვლელი დეიდები ეხმარებიან ჩაცმაში, ამის შემდეგ საუზმობენ. 10 საათზე ყველა ერთად ვდგებით წრეზე, რათა ერთად დავგეგმოთ დღე და მათთვის წინასწარ იყოს ცნობილი, რა უნდა გააკეთონ. ზოგს ვასაქმებთ ფერმაში, ზოგს სახელოსნოში, სადაც მუშაობენ ხეზე, ხატავენ,  გობელენს ქსოვენ, სამზარეულოში აცხობენ და ა.შ. ყველა თავად ირჩევს, იმ დღით სად წავიდეს და რა გააკეთოს. ჩვენთან სწავლობენ  სხვადასხვა ხელობებს. ყოველდღიურად ერთი პატარა ჯგუფი ფერმის საქმეებითაა დაკავებული, მეორე- სამზარეულოში ფუსფუსებს, მესამე ხეზე მუშაობს ან გობელენს ქსოვს, მეოთხე სახლს ალაგებს ან ეზოს უვლის. ყველა ჯგუფს ხელმძღვანელად ჩვენი თანამშრომელი ჰყავს და ის უნაწილებთ შიდა დავალებებს. შემდეგ ყავით შესვენებაა და ყველა ვიკრიბებით და კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას, ვქმნით პროდუქციას. პირველ საათზე ვსადილობთ. სადილის დასრულების შემდეგ  მუშაობა  5 საათამდე გრძელდება, რასაც სამხარი მოსდევს. 6 საათზე კვლავ წრეს ვკრავთ და ვაჯამებთ დღის განმავლობაში გაწეულ საქმიანობებს- წარმატებულებს ვაქებთ, დღის გმირად ვაცხადებთ, ტაშს ვუკრავთ, ჩამორჩენილებს კი რჩევებს ვაძლებთ და დასაძინებლად, საკუთარ სახლებსა და ოთახებში ვუშვებთ. მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანები როცა თავიდან ბოლომდე ჩართულნი არიან სხვადასხვა საქმიანობებში, დაინტერესებაც მეტი აქვთ და შედეგიც. თავი სრულფასოვან ადამიანებად რომ იგრძნონ,  ისინი ბევრ ემოციას საჭიროებენ და ჩვენც ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის. მცირე ფორმის პროექტებით მათ მიერ შექმნილი ნივთების რეალიზაციას ვახდენთ და მათ დაინტერესებას კიდევ უფრო ვზრდით. ახლახანს საბავშვო ბაღებს გადავეცით ჩვენი ბენეფიციართა მიერ დამზადებული ხის სათამაშოები. ერთხანობას ბოდბის მონასტერში, სიღნაღის კაფეში, თბილისის მაღაზია ,,რუსთველში“  ვყიდდით ჩვენს ნივთებს. საშობაო და სააღდგომო გამოფენა-გაყიდვებზეც  გვქონდა გატანილი. ჩვენთან მზადდება ხის ნივთებით სავსე სპეციალური ყუთი, რომლითაც მცირე ასაკის ბავშვები ფერებისა და რიცხვების ცნობას, თვლასა და ანგარიშს ადვილად სწავლობენ.

      _ თქვენი დიდი ოჯახის წევრთა ურთიერთობებისა და თანაცხოვრების ამბებიც მოგვიყევით…

_ ჩვენს ბერეფიციარებს ერთმანეთთან თბილი ურთიერთობები აკავშირებთ. გვყავს მარიამი და ლაშა, რომლებიც ერთმანეთთან მუსიკამ დააკავშირა და რომანტიულ წყვილად აქცია. გვერდიგვერდ ჩამოსხდებიან და საათობით უსმენენ მელოდიებს. ერთ-ერთი თუ თვალს მიეფარება, მეორე ეძებს, რომ წაიყვანოს და მუსიკა მოასმენინოს.

18 წლის ლიკა კოჯრის ბავშვთა სახლიდან ჩამოვიყვანეთ. თავდაპირველად საერთოდ არ შემოდიოდა კონტაქტში და არ ლაპარაკობდა. ეტლით მოსარგებლე თამუნა ხშირად ავადმყოფობს და წევს. სურვილი აქვს, გვერდით მუდმივად მეგობარი ჰყავდეს. ლიკას ხშირად  მოიხმობდა ხოლმე  და ასე დამეგობრდნენ. თამუნამ იმდენი ქნა, რომ ლიკა აალაპარაკა. ლიკას საკუთარი თავი თამუნაში აქვს იდენთიფიცირებული და მეგობრის ტკივილს ძალიან განიცდის. ლიკა რომ წვება, თამუნაც გვერდით უწვება, როცა შეწუხდება წოლით, თამუნას ეხვეწება, დროზე ადექი, წოლით დავიღალეო.

დაუნის სინდრომის მქონე ანდრო პოღოსიანი ხშირად ხატავს. ცნობილი მხატვრები იყვნენ ჩვენთან და გვითხრეს, პიკასოს სტილის მხატვარიაო. რამდენიმე ადამიანმა მისი ნახატები სოლიდურ ფასად შეიძინა. ამას წინათ გვაცნობეს, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ვეფხვისტყაოსნის ილუსტრაციებს ვახატინებთ, ანდროს თუ ექნება სურვილი, იქნებ დახატოსო. რამდენიმე ილუსტრაცია დაახატვინეს და ორმა ნახატმა კონკურსში გაიმარჯვა. ჩვენი ანდროს ნახატები ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების წიგნში მიხვდა. როგორც კონკურსში გამარჯვებულს, ანდროს 1000 ლარი გადასცეს.

ჩვენს ბაღში დავრგეთ სამკურნალო მცენარეები, როზმარინი, კალენდულა, პიტნა, მელისა, სალბი, გვირილა, ასკილი…  ყველა ერთად ვკრეფთ, ვაშრობთ, ზოგს ჩვენ ვიყენებთ და ზოგსაც მწვანე აფთიაქს ვაბარებთ.  ნაყოფისმომცემი ხეებიც გვიდგა, რომლისგანაც ჩირებს ვამზადებდთ და ვყიდით. ისე გვიყვარს ერთმანეთი, ზოგი დედას გვეძახის, ზოგი დეიდას და ბიძიას. ოჯახური სახელებით მოგვმართავენ, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხიმგებლობას გვაკისრებს.

      _ ერთი ძროხით დაიწყეთ და კეთილი საქმეების მკეთებელი იმპერია შექმენით. კიდევ რის გაკეთებას აპირებთ შშმ პირებს ცხოვრება რომ გაულამაზოთ?

_ ჩვენი მიზანია, ამ ადამიანებს დამოუკიდებელი ცხოვრების ბიძგი მივცეთ. მათ გამოვუმუშავოთ ყველა ის უნარ -ჩვევა, რომლის შემდგომაც, მათ მუდმივად აღარ დასჭირდებათ მომვლელი- დახმარების გარეშეც შეძლებენ კერძის მომზადებას, სახლის დასუფთავებას, სოციალური პრობლემების მოგვარებას. ამით გვინდა ვუთხრათ შშმ პირთა ოჯახის წევრებსაც, რომელთა გარკვეული ნაწილიც უარს ამბობს მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებზე, რომ გონებრივი თუ ფიზიკური პრობლემები არ არის განაჩენი.

გვინდა, ჩვენი ბერეფიციარები საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები იყვნენ. ვიცით, რომ ამის მიღწევა არ არის ადგილი, მაგრამ მიზნის მისაღწევად ერთად და თავდაუზოგავად ვიღწვით.

ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

.

.

.

.

.

.

.

.

 

 

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close