სხვა
„უმძიმესი ამბავი… იტალიიდან დამიკავშირდა…“
„ბებიას სამშობიაროში მაცივარში მყოფი 6 წყვილი გაყინული ტყუპისცალი აჩვენეს“ - რას წერს თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელიც ორგანიზაციას „ვეძებ“ ხელმძღვანელობს და გაყიდული თუ გაშვილებული ბავშვების მოძიებაშია ჩართული, მორიგ პოსტს აქვეყნებს დაკარგულ ჩვილებზე.
.
„უმძიმესი ამბავი. იტალიიდან დაგვიკავშირდა ქალბატონი, რომელიც 2005 წელს დაბადებულ შვილიშვილებს ეძებს.
როგორც ის გვიყვება, როდესაც მან გარდაცვლილ ტყუპ შვილიშვილებს მამაოსთან ერთად ღუდუშაურის სამშობიაროში მიაკითხა, ექიმებმა ჩვილების ამოსაცნობად მაცივარში მყოფი 6 წყვილი იდენტური გაყინული ტყუპისცალი აჩვენეს. ბებიას შვილიშვილები ნანახი არ ჰყავდა და ვერ ამოიცნო, ამიტომ ექიმებს დაუჯერა და რომელი ჩვილებიც გამოატანეს, ისინი დაკრძალა. ვეძებთ 2005 წელს დაბადებულ ტყუპ გოგოებს. შეიძლება ისინი სხვადასხვა ოჯახებშიც კი გაშვილდნენ“, – წერს თამუნა მუსერიძე.




