საზოგადოება

უბნის ინსპექტორებს სახელები და ფუნქციები შეეცვლებათ

„დღეს კრიმინალურ პოლიციაში სპეციალიზაციების მკაფიო გამიჯვნა ხდება. საგამოძიებო კომპონენტი ცალკე გამოიყოფა. ცალკე ჩამოყალიბდება საგამოძიებო კომპონენტი, ეს არის უბნის ინსპექტორი, რომელიც უახლოეს პერიოდში ახალი სახელით და ახალი ფუნქციებით იქნება – ის იქნება უბნის ოფიცერი”, – განაცხადა გახარიამ.

მინისტრის თქმით, შექმნილია კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ამ პოზიციაზე თბილისის მასშტაბით 365 ადამიანი დასაქმდება.

“დაწყებულია 80 ადამიანის მომზადება. საქართველოს მოქალაქეებსისთვის ღია კონკურსი 10 ივნისიდან გამოცხადდება და მათ ვაკანტური ადგილების დასაკავებლად მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ“, – განაცხადა შს მინისტრმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close