
ქუთაისში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
.
„ინფო იმერეთს” ახლობლებმა განუცხადეს, რომ 33 წლის ქალი მე-5 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა.
შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა. ქალი საავადმყოფოში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.




