საზოგადოება

,,რატომ ჩაიგდო ხელში ,,თბილისის წყალი” საქართველოს ბანკმა?”-გიორგი გუგავას კითხვები GWP-ს

თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გუგავამ პარტიის წევრებთან ერთად დღეს თბილწყალკანალის შენობასთან სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული კომპანია მოსახლეობას ძარცვავს და არჩევნების მერე კიდევ აპირებს წყლზე ტარიფის გაძვირებას.

გიორგი გუგავამ მოითხოვა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, თუმცა ყველა პასუხიხმგებელი პირი მიიმალა კაბინეტებში და ლეიბორისტებს რიგით თანამშრომლებთან მოუხდათ დაპირისპირება.

გიორგი გუგავამ დღის ბოლომდე მათ მისცა ვადა, რათა შეხვდეს მათ და გასცენ პასუხები კითხვებზე:

1. რატომ შეიტანა სემეკში კომპანიამ წყლის გაძვირებაზე განაცხადი?

2. რატომ ჩაიგდო ხელში სტრატეგიული ობიექტი ,,თბილისის წყალი” საქართველოს ბანკმა?

თუ ეს შეხვედრა არ შედგება პარტია მოახდენს კომანიის პიკეტირებას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close