საზოგადოება

სერგეენკო მოგიწოდებთ c ჰეპატიტის უფასო გამოკვლევები ჩაიტაროთ

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩველთა ჯგუფის შეხვედრა იმართება თბილისში. მონაწილეები საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაიის პროგრამის არსებულ მდგომარეობას, პროგრამის შედეგებსა და მთავარ მიღწევებს განიხილავენ. ასევე მსჯელობენ ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ პროგრესსა და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე. საერთაშორისო მრჩველთა ჯგუფი ჩატარებულ სამუშაოებს შეაფასებს და ელიმინაციის მომდევნო ფაზებზე რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ გახსნეს. “ეს პროექტი საყოველთაო შეფასებითაა აღიარებული მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პროგრამად ამ დაავადებასთან ბრძოლის კუთხით. მას აქვს განსაკუთრებული მიღწევა, 40 000-ზე მეტი ადამიანიდან, თითქმის მესამედმა, ვისაც სჭირდებოდა მკურნალობა, უკვე გაიარა ეს კურსი, თუმცა კიდევ არის გამოწვევები. აქამდე მკურნალობას გადიოდნენ ის ადამიანები, ვინც იცოდა ამ დაავადების შესახებ და აქტიურად ცდილობდა პროექტში ჩართვას. თუმცა უმეტესობამ არ იცის ამ დაავადების შესახებ. მთელი ქვეყნის მასშტაბით კეთდება უფასო სკრინინგული კვლევები და მოვუწოდებ ყველას, გამოიყენოს ეს შეაძლებლობა,”-განაცხადა ჯანდაცვის მინიატრმა დავით სეგეენკომ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close