საზოგადოება

,,უმნიშვნელოვანესია, საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა პოლიციის მიმართ”

,,უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები"- სალომე ზურაბიშვილი

უმნიშვნელოვანესია, საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.
დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები.
უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადოება და მიუღებელია, მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close