საინტერესო

რუსეთის იმპერიაში პირველი იურისტი ქალი ქართველი იყო

პირველი იურისტი ქალი რუსეთის იმპერიაში – ნინო ნიკოლოზის ასული ყიფიანი (1877-1920).
———-
ნინო ყიფიანი იყო პირველი იურისტი ქალი რუსეთის იმპერიაში, აგრეთვე იყო პოლიტიკოსი, XIX საუკუნის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი.

მან განათლება მიიღო ევროპაში, კერძოდ ბრიუსელში. 1907 წელს მეფის მთავრობამ ნინო ყიფიანს რუსეთის იმპერიაში ყოფნა აუკრძალა და თბილისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო განკარგულებით საზღვარგარეთ წასვლა აიძულა. ნინო ჯერ ბელგიაში ჩავიდა მამასთან, შემდეგ კი იტალიაში (რომში) გაემგზავრა, სადაც მუშაობდა რეფერანტად ბელგიის საელჩოს წარმომადგენლობაში.

1920-იან წლებში იგი ქალშვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა და პაპისეულ სახლში, ქვიშხეთში ტუბერკულიოზით გარდაიცვალა.

დასაფლავებულია სოფელ ქვიშხეთში (ხაშურის მუნიციპალიტეტში), აღდგომის სახელობის ეკლესიის ეზოში.

,,მისი ბედი ტრაგიკული აღმოჩნდა. ეს საფლავი სულ რამდენიმე წელია აღადგინეს ქვიშხეთში, ყიფიანების კარის ეკლესიის ეზოში,,,მისი ერთადერთი ქალიშვილი თამარი კი ბოლშევიზაციის მსხვერპლი იყო და საზღვარგარეთ, ლოზანაში, მარტოობაში ცხოვრობდა , იქვეა დაკრძალული,,,,უფრო დაწვრილებით ჩვენს ალბომშია მოთხრობილი-,,დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი, “2016 წელი” _ წერს ნინო ყიფიანის ერთ-ერთი შთამომავალი, თამარ მიქაძე.

წყარო: გიორგი ჩუბინიძის ბლოგი – ჩვენამდე

Related Articles

Back to top button
Close