რელიგია

რა მიზნით მიემგზავრებიან სასულიერო პირები რუსეთში?

საპატრიარქოს დელეგაცია ხვალ მოსკოვში გაემგზავრება, სადაც 4 დეკემბერს დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა თქვა. ინფორმაციას სააგენტო ipn-იავრცელებს.

ბოტკოველის თქმით, საპატრიარქოს დელეგაცია სავარაუდოდ რუსეთის პატრიარქსაც შეხვდება, შეხვედრაზე კი აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.

დელეგაციაში სამი მღვდელმთავარი იქნება და მას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი.
მამა მიქაელის განცხადებით, მეუფე თეოდორე და მეუფე გერასიმე ამერიკიდან, სხვა მღვდელმთავრებთან ერთად დღეს გვიან ღამით დაბრუნდებიან.

2 ნოემბერს მამა მიექაელ ბოტკოველმა თქვა, რომ აფხაზეთის ეკლესიის განხეთქილების მოგვარებაში რუსეთს განსაკუთრებული როლი აქვს.

რუსეთის პატრიარქმა კირილი მეორემ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მიწვია.  ამ დროის ინფორმაციით, ილია მეორე რუსეთში წასვლას არ აპირებს.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close