სამართალი და კრიმინალი

„რა­ტომ მო­მიკ­ლა ჩემი უნაკლო შვი­ლი?!“

„დე­და­მისს უფ­ლის ეში­ნო­დეს, თა­ვის შვილს რომ ამარ­თლებს! ლუკას დანა რომ და­არ­ტყა, რა­ტომ გა­იქ­ცა, რა­ტომ და­ი­მა­ლა?!“ - რას ყვება ლუკა და­რა­სე­ლი­ას დედა

ქმრის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი 25 წლის ტიკ-ტო­კე­რი, თეკლა გერსამია და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს და პო­ლი­ცი­ას ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც დღეს გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე თეკ­ლა გერ­სა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, მას­ზე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იძა­ლა­დეს და და­ნა­შა­უ­ლი იძუ­ლე­ბით აღი­ა­რე­ბი­ნეს.

.

“ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლი“ სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის დე­ტა­ლებს ასა­ჯა­რო­ებს. პრო­კუ­რორ გია შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლის თქმით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ, 25 წლის ქალ­მა მთა­ვა­რი სამ­ხი­ლი, სის­ხლი­ა­ნი დანა გა­რე­ცხა.

თუმ­ცა ქმრის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სის­ხლი­ა­ნი დანა მე­ო­თხე სარ­თუ­ლი­დან მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე აი­ტა­ნა და ჭურ­ჭლის გა­სა­რე­ცხ ნი­ჟა­რა­ში ჩადო, თუმ­ცა ონ­კა­ნი იყო მოშ­ვე­ბუ­ლი, რის შემ­დე­გაც წყალ­მა სის­ხლის კვა­ლი მო­ა­შო­რა.

„მე მარ­ტო ის შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იძა­ლა­დეს ჩემ­ზე. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. ოთახ­ში რომ ვი­ყა­ვი, იყ­ვნენ 10 ადა­მი­ა­ნი და მი­მე­ო­რებ­და, შენ და­ჭე­რი, შენ და­ჭე­რი, აღი­ა­რე ხელი მო­ა­წე­რე და გა­გიშ­ვებთ სახ­ლშიო. იმ წუ­თას რა­საც ამ­ბობ­დნენ, იმას ვა­კე­თებ­დი, რომ ჩემს შვილ­თან წავ­სუ­ლი­ყა­ვი.

ნა­ხე­ვა­რი არ მახ­სოვს, იქ რა მოვ­ყე­ვი. თუ მე ადა­მი­ა­ნი გან­ზრახ მოვ­კა­ლი, მა­შინ ის ადა­მი­ა­ნი რა­ტომ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე სა­დარ­ბა­ზო­ში და რა­ტომ მი­ვიყ­ვა­ნე კლი­ნი­კა­ში. ვთხოვ­დი ად­ვო­კატს, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვერ ვი­ყა­ვი კარ­გად და დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბო­და. მი­მალ­ვა­ზე გე­ტყვითმ, რომ მყავს 4 წლის შვი­ლი. რომ მი­ვიყ­ვა­ნე კლი­ნი­კა­ში და თქვეს, კარ­გა­დაა, ერ­თა­დერ­თი გან­ზრახ­ვა მქონ­და, ბავ­შვი წა­მეყ­ვა­ნა დე­და­ჩემ­თან. არ მივ­მა­ლულ­ვარ, და­რე­კა პო­ლი­ცი­ამ და დე­დამ უთხრა, ახ­ლა­ვე მო­ვიყ­ვა­ნო. მა­ლე­ვე მი­ვე­დი პო­ლი­ცი­ა­ში. საჭ­მელს ვა­კე­თებ­დი წყა­ლი მოშ­ვე­ბუ­ლი იყო. დანა ჩაგ­დე­ბუ­ლია, გა­რე­ცხი­ლი არა. რომ შე­დი­ხარ სახ­ლში, ეგ­რე­ვე “კუხ­ნაა“ და ჩა­ვაგ­დე, არც და­მი­მა­ლავს ეს დანა, არა­ფე­რი, ამო­ვი­ტა­ნე და ონ­კან­ში ჩა­ვაგ­დე”, – გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა.

„თვი­თონ მი­ი­ყე­ნა მაგ ბიჭ­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­დარ­ბა­ზო­ში ერთ-ერთი ჩხუ­ბის და მუ­ქა­რის დროს. სა­დარ­ბა­ზო­ში იყო და თვი­თონ ჩა­ირ­ტყა ეს დანა და თეკ­ლამ გა­მო­აძ­რო ეს დანა. მერე თეკ­ლა გა­ვარ­და, მიჰ­ყავ­და მხარ­ზე აკი­დე­ბუ­ლი, რომ სას­წრა­ფომ­დე ჩა­ეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ვე­ღარ ჩა­იყ­ვა­ნა კი­ბე­ებ­ზე, იმი­ტომ, რომ გა­ი­თი­შა. გა­ვარ­და გა­რეთ, სას­წრა­ფო მო­იყ­ვა­ნა და კლი­ნი­კა­შიც კი გაჰ­ყვა. გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და”, – ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლის დედა.

აღ­ნიშ­ნულ ვერ­სი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ლუკა და­რა­სე­ლი­ას ოჯა­ხი. AMBEBI.GE-მ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დე­დას­თან ინგა ესარ­თი­ას­თან:

– ქალ­ბა­ტო­ნო ინგა, თეკ­ლას დე­დის ინ­ტერ­ვიუ თუ მო­ის­მი­ნეთ…

– ნეტა არ მო­მეს­მი­ნა, ნუთუ ღმერ­თის არ ეში­ნია. მკვდა­რია ჩემი შვი­ლი და კი­დევ ამ­ხე­ლა ტყუ­ილს რომ აბ­რა­ლე­ბენ.

– ლუ­კამ რო­დის გა­გაც­ნოთ თეკ­ლა?

– მე პო­ლო­ნეთ­ში ვი­ყა­ვი, ლუ­კამ რომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო და ტე­ლე­ფო­ნით გა­მაც­ნო. მა­შინ მი­თხრა, მე­გობ­რე­ბი ვარ­თო. ამ გო­გო­მაც მი­თხრა, მე და ლუკა მე­გობ­რე­ბი ვარ­თო. თეკ­ლამ მი­თხრა, ლუკა რომ გა­ვი­ცა­ნი, ჩემ­თან სახ­ლში ვქე­ი­ფობ­დით და წა­ვიყ­ვა­ნეო. არ ვიცი, რა გა­უ­კე­თა იქ ჩემს შვილს, ბო­ლოს არა­ვინ უნ­დო­და. ერთი და ჰყავს და იმას­თან, რომ და­ე­რე­კა, უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.

– ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ?

– დიახ, თეკ­ლას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩემს შვილს ხელი უთხო­ვია. ვი­დე­ო­დან გა­ვი­გე. თეკ­ლას და­უ­წე­რია, რაც მინ­დო­და, ის შე­ვას­რუ­ლეო. ლუ­კას გა­რე­შე არ შე­ეძ­ლო, ყველ­გან დაჰ­ყვე­ბო­და. და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე იყ­ვნენ ერ­თად.

– ის პე­რი­ო­დი ერ­თად რომ ცხოვ­რობ­დნენ, თუ ესა­უბ­რე­ბო­დით ლუ­კას, რას გიყ­ვე­ბო­დათ?

– კი, სულ ვკი­თხუ­ლობ­დით ლუ­კას, ყო­ველ­დღე ვწერ­დი, მეც, დე­და­ჩე­მიც. ბოლო პე­რი­ოდ­ში ტე­ლე­ფო­ნი არ ჰქონ­და. ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დიც თეკ­ლას ჰქონ­და, ვინ­მე რომ მოს­წერ­და, უშ­ლი­და, არა­ვის მი­მო­წე­რას არ აჩ­ვე­ნებ­და.

ლუ­კას ვკი­თხე, რა­ტომ არ ჰქონ­და ტე­ლე­ფო­ნი, ცოტა ხანი არ მინ­და და თუ რამე მოხ­და, თეკ­ლას და­უ­კავ­შირ­დი­თო. თეკ­ლას რა­ტომ უნდა და­ვუ­კავ­შირ­დე, შენ რა­ტომ არ გინ­და ტე­ლე­ფო­ნი-მეთ­ქი. ბოლო დროს ფე­ის­ბუ­ქის პრო­ფი­ლი გა­უ­უქ­მა.

თეკ­ლას რომ მივ­წე­რე, თვი­თონ და­მი­დას­ტუ­რა. რა­ტომ გა­ა­უქ­მე, ოჯა­ხის წევ­რებს რომ არ მის­წე­როს-მეთ­ქი. შენ ინ­სტაგ­რა­მი გაქვს, ტიკ-ტოკი, ტე­ლე­ფო­ნი, ჩემს შვილს არა­ფე­რი არ უნდა-მეთ­ქი, არა­ვინ არ უნდა მო­ი­კი­თხოს-თქო. ცოტა ხანი დას­ვე­ნე­ბა გვინ­დაო, რა­ღაც საქ­მე­ე­ბი უნდა მო­ვაგ­ვა­როო. აქე­დან წას­ვლა უნ­დო­დათ. ვე­უბ­ნე­ბო­დი, არ წახ­ვი­დეთ-მეთ­ქი. ერთ დღეს თეკ­ლამ მი­თხრა, რომ ბი­ნას ყიდ­და. გავ­გიჟ­დი, ხალ­ხმა ბინა რომ იყი­დოს, იმას წვა­ლობს-თქო. ჩემს საქ­მეს ახლა ასე სჭირ­დე­ბაო. მა­ტყუ­ებ­და, თით­ქოს ლუ­კას ჯა­რი­მა და­უ­წე­რეს და 4 ათა­სი ლარი გი­რაო იყო გა­და­სახ­დე­ლი.

– იყო ვერ­სი­აც, რომ ლუ­კას მა­ნამ­დეც ჰქონ­და თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, თეკ­ლას დე­დას თქმით, მან თა­ვად მი­ი­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბა.

– არა, ტყუ­ი­ლია. თეკ­ლა ურე­კავ­და ლუ­კას მა­მას, ფული გვჭირ­დე­ბაო, ად­ვო­კატ­თან ერ­თად და პრო­ბა­ცი­ა­ზეა ლუკა, ფული გვჭირ­დე­ბაო. ად­ვო­კა­ტის ფული მა­მა­მის­მა გა­უგ­ზავ­ნა. მე სუ­ლე­ლი არ ვარ და გა­ვარ­კვიე და აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემს შვილს არც გი­რაო სჭირ­დე­ბო­და და სა­სა­მარ­თლოც არ ჰქო­ნია. შემ­დეგ გა­დათ­ქვა, გი­რაო კი არა, ჯა­რი­მა იყოო.

– თეკ­ლას შვი­ლიც მათ­თან ცხოვ­რობ­და?

– კი, სამი წლის არის, მგო­ნი. ერთხელ თეკ­ლამ ვი­დეო გა­მო­მიგ­ზავ­ნა, ლუკა რომ აც­მევ­და. ერთხელ დი­ლით და­მი­რე­კა, ნახე, ლუკა უკე­თებს ბავ­შვს ფა­ფას, მე ცუ­დად ვარ, არ შე­მიძ­ლი­აო.

– თეკ­ლას დე­დას თუ იც­ნობ­დით პი­რა­დად?

– არა, არ ვიც­ნობ­დი. ორი­ვეს ვუ­თხა­რი, რომ გა­ეც­ნოთ, მაგ­რამ მოვა დრო და გა­იც­ნო­ბო. არა­ვის ვიც­ნობ­დი თეკ­ლას მხრი­დან, არა­და სულ ვთხოვ­დი. ბოლო სამი თვე თეკ­ლა ში­ლა­კის სას­წავ­ლად და­დი­ო­და და მის შვილს ჩემი ლუკა უვ­ლი­და.

– რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ჩხუ­ბობ­დნენ ხოლ­მე?

– არა, რომ და­მი­რე­კავ­დნენ, ჩემი შვი­ლი ხე­ლებს უკოც­ნი­და ხოლ­მე. თეკ­ლა ეუბ­ნე­ბო­და, დე­და­შე­ნის არ გრცხვე­ნი­აო. რა არის სა­მარ­ცხვი­ნოო. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ თურ­მე, ისე ჰყავ­და ლუ­კას, არ ვიცი, ქმა­რი რომ ცოლს ასე მო­ექ­ცეს, უნდა და­იმ­სა­ხუ­როო. ლუკა იმის იქით ვე­რა­ვის ხე­დავ­და.

– რა მოხ­და იმ დღეს რე­ა­ლუ­რად, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და გა­ე­მე­ტე­ბი­ნა ასე?

– არ ვიცი, ვერ ვხვდე­ბი, ასე უცებ რა მოხ­და. ფაქ­ტია, იჩხუ­ბეს, მაგ­რამ რის გამო. ხელი მო­წე­რი­ლი ჰქონ­დათ, ჩემ­მა შვილ­მა ბე­ჭე­დი მის­ცა, წას­ვლას აპი­რებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­დან. რა მოხ­და ასე­თი, სა­სიკ­ვდი­ლოდ რომ გა­ი­მე­ტა, შე­იძ­ლე­ბა ლუკა რა­მეს მიხ­ვდა და წა­მოს­ვლა უნ­დო­და…

რამ­დენ­ჯერ მი­თხრა, ლუ­კას ვინც შე­ე­ხე­ბა, არც დავ­ფიქ­რდე­ბი, ჩემი ხე­ლით გა­მოვ­ჭრიო ყელს. რაზე იჩხუ­ბეს, ვერ ვხვდე­ბი, ლუ­კა­სა და მის გარ­და არა­ვინ იცის. რა უნ­დო­და, ხომ ჰყავ­და თა­ვის­თან, რა­ტომ მო­მიკ­ლა ჩემი ან­გე­ლო­ზი, უნაკ­ლო შვი­ლი.

ჩემი შვი­ლი თავს არ მო­იკ­ლავ­და, ისე­თი გული ჰქონ­და. დე­და­მისს რცხვე­ნო­დეს, უფ­ლის ეში­ნო­დეს, კი­დევ თა­ვის შვილს რომ ამარ­თლებს. ჩემს შვილს დანა რომ და­არ­ტყა, რა­ტომ გა­იქ­ცა, რა­ტომ და­ი­მა­ლა. რა­ტომ არ და­უ­ძა­ხა სას­წრა­ფოს მა­შინ­ვე, იქ­ნებ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ან ად­ვო­კა­ტი რას ამ­ბობს, უფ­ლის არ ეში­ნია? ქა­თა­მი ხომ არ მო­უკ­ლავს, შვი­ლი მო­მიკ­ლა.

ჩემი მო­თხოვ­ნაა, უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა. ჩემი შვი­ლის გა­ყი­ნულ სხე­ულს ვუ­ყუ­რებ ახლა. ციხე იმის­თვის კომ­ფორ­ტია, შე­ჭამს, და­ლევს, ჩემი შვი­ლი აღარ… არ­ც ერთ დე­დას არ ვუ­სურ­ვებ ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას. თა­ვის­მა სი­კე­თემ და­ღუ­პა ლუკა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close