სხვა

„ნელიკო ტურის“ საოცარი თავგადასავლები

„მინდა, ასეთი  ხმების გამავრცელებლებს ვუპასუხო...“ - რას წერს წარმატებული ტურისტული სააგანტოს ხელმძღვანელი

„ნელიკო ტურმა“ 3 წლის წინ დაიწყო გზა, რომელიც დღეს ასობით ადამიანს აკავშირებს ერთმანეთთან მოგზაურობის, გულწრფელი ემოციებისა და ბედნიერი მოგონებების მეშვეობით. „ნელიკოელები“ ხდებიან ისინი, ვისთვისაც მოგზაურობასთან ერთად მნიშვნელოვანია ადამიანური გამოცდილება, ურთიერთობები; ჯგუფის წევრები ერთმანეთს უმეგობრდებიან, ერთიმეორეს  თავიანთ ისტორიებს უზიარებენ და ტურებიდან ერთ დიდ მოგზაურ ოჯახად ბრუნდებიან.

„ნელიკო ტურის“ ძლიერი მხარე საქართველოა _ ისეთი, როგორიც ბევრს არც კი უნახავს. კახეთი, რაჭა, თუშეთი, იმერეთი, გურია… _ ადგილები, სადაც არა მხოლოდ ხედებია სანახავი, არამედ მათი ისტორიებია მოსასმენი. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი უცხოეთში ქართველების ნაკვალევზე სიარული, ძირძველი ქართული ძეგლების მონახულებაა.

„უმაგრესი მოგზაურობა, ფანტასტიკური საღამო უსაყვარლეს და განუმეორებელ ნელიკოსთან ერთად“, „ეს ის ტურია, წლიდან წლამდე რომ მოგყვება ენერგია, ხალისი და ემზადები შემდეგისთვის…“ – წერენ სოციალურ ქსელში „ნელიკოელები“, რომლებიც ერთმანეთის მეგობრები ხდებიან ასაკის, სქესის, მრწამსისა და შეხედულებების მიუხედავად. სწორედ ამიტომ გახდა ყურადღების საგანი ერთი უსამართლო კომენტარი, რომელსაც „ნელიკო ტურის“ ხელმძღვანელის, ნელი ვარდიაშვილის პასუხი მოჰყვა:

„გუშინ ერთმა გოგომ მომწერა: კაბადოკიაში მინდა წამოსვლა, მაგრამ მითხრეს, „ნელიკო ტურში“ პენსიონერები დადიანო… მდაა… მინდა, ასეთი  ხმების გამავრცელებლებს ვუპასუხო:

  1. თქვენი მცდელობა, სხვა ტურისტულებს ,,მზე ამოუყვანოთ”, გუნდრუკი უკმიოთ და ამ ფორმით წასწიოთ წინ, არ გამოგივათ, რადგან ,,ნელიკო ტური” კახეთში უკონკურენტოა და ასე იქნება ბოლომდე! მეტიც, გვაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ეს სტატუსი გვქონდეს სულიად საქართველოშიც და მალე ასეც იქნება, დამიჯერეთ!
  2. ვისაც აინტერესებს საკუთარი სამშობლოს – ულამაზესი საქართველოს მონახულება, აგრეთვე, მსოფლიოს გაცნობა, პირველ რიგში, დაბადების მოწმობას არ ვთხოვთ და 40 წელს გადაცილებულებს უკან არ ვაბრუნებთ – 40 წელს გადაცილებულების ჩარეცხვა ჩვენი ,,ძლიერი მხარე” არ არის.

,,ნელიკო ტური” ყველა იმ ადამიანის სურვილებს ასრულებს, მათი ოცნებების ახდენასა და ბედნიერების მინიჭებას ემსახურება, ვისაც უყვარს მოგზაურობა, მონდომებულია, უკეთ გაიცნოს საკუთარი სამშობლო, მისი ისტორია, ადათ-წესები, გაერთოს, გაიჩინოს უფრო მეტი მეგობარი, ხალისიანი ცხოვრებით იცხოვროს და ა.შ. მადლობა ღმერთს, რომ მოგვცა იმის უნარი, ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭებას ვემსახუროთ და დრო არ ვკარგოთ მათ შორის  ღვარძლის გაღვივებაში.

  1. თქვენ, ჰოო, თქვენ, ვინც ასე აზროვნებთ, დედ-მამა გყაავთ? არც პაპა-ბებია გაგაჩნიათ, კაცო? არც ის გაგიგონიათ, რომ მგელმაც კი იცის უფროსის პატივისცემა?
  2. ამ პოსტით ვინმესთვის რაიმეს მტკიცებას არ ვაპირებთ, არც იმის თვლას, რომელ ტურში რამდენი 20 წლის მონაწილეა, არც ცალკე ვუღებთ ფოტოებს, საქვეყნოდ რომ გამოვფინოთ და მხოლოდ ვინმეს ასაკით ვიამაყოთ. ჩვენ გვიყვარს ყველა ადამიანი, მათი ასაკის, სქესის, მრწამსისა და შეხედულებების მიუხედავად. ,,ნელიკო ტურში” მხოლოდ სამშობლოს, ხალხის სიყვარულით ანთებული გულის ადამიანებს ვითვლით და გვიხარია, რომ, საბედნიეროდ, მათი რიცხვი ჩვენ გვერდით დიდი სისწრაფით იზრდება…
  3. არ მეგონა ამის თქმა თუ დამჭირდებოდა, მაგრამ ვიტყვი: ,,ნელიკო ტურის” კარი ყველა კარგი და დაინტერესებული ადამიანისთვის ღიაააა!

10 წლის ხარ? – წამოდი!

20 წლის ხარ? – წამოდი!

30 წლის ხარ? – წამოდი!

40 წლის ხარ? – წამოდი!

50 წლის ხარ? – წამოდი!

60 წლის ხარ? – წამოდი!

70 წლის ხარ? – წამოდი!

80 წლის ხარ? – წამოდი!

და ა.შ.

ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ, სულ გამოგზაუროთ და გახალისოთ!

  1. იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად და გაიცანით სამშობლო, რომელიც გიყვართ, მაგრამ კარგად არ იცნობთ, არ გინახავთ მისი ყველა კუთხე-კუნჭული. ძლიერი სიყვარული უკეთ გაცნობით მოდის. თუ არ იცნობ, არ გინახავს, როგორ უნდა გიყვარდეს?!
  2. ვაღიაროთ, რომ ,,ნელიკო ტური” ძაალიან მაგარია – მტერი კარგს ჰყავს და არა ცუდს!
  3. წინ, უფრო მეტი წარმატებებისკენ!

პ.ს. ზოგი იტყვის, რატომ წავიდე ,,ნელიკო ტურით”, შევაგროვებ მეგობრებს ან კოლეგებს, ვიქირავებ ტრანსპორტს და წავალ, სადაც მინდაო. ცხადია, ნება თქვენია, მაგრამ რომ ჩამოხვალთ, ისიც გვითხარით გულახდილად, რა ნახეთ, რა მოისმინეთ და ჩვენ გეტყვით, რა უნდა გენახათ და მოგესმინათ! – ეს ალბათ მნიშვნელოვანია თუ მხოლოდ სხვების ,,თვალების დასავსებად” ფოტოების გადაღება-სოცქსელში გამოფენით არ ხართ დაინტერესებული და ამიტომ არ ,,მოგზაურობთ!“

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close