საზოგადოება

,,ნაციონალურ მოძრაობას” გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლის პანიკურად ეშინია _ რა ინფორმაციას ფლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო…”=

ალეკო ჩუბინიძე, ჟურნალისტი:

_ ფაქტია, “ნაციონალურ მოძრაობას” გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლის პანიკურად ეშინია…

ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა…

ჯერ ერთი, არ მგონია, მსოფლიოში ბევრი პრეცედენტი იყოს, რომ აქციის დაშლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მისვლას და ოპოზიციის კითხვებზე პასუხის გაცემას თავად ითხოვდეს. (ერთი წუთით წარმოიდგინეთ 7 ნოემბრის ან 26 მაისის შემდეგ ვანო მერაბიშვილს რომ პარლამენტში მისვლა მოეთხოვა, მითუმეტეს მაშინდელი მოწვევის პარლამენტების შემადგენლობა და “დემოკრატიულობა” ყველას გვახსოვს)…

იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია თავად ითხოვდეს პარლამენტში მინისტრის მისვლას და კითხვებზე პასუხის გაცემას (კითხვები ნამდვილად არსებობს, რადგან ეს აქციის დაშლის კლასიკური და ჰუმანური მაგალითი ნამდვილად არ იყო), პირიქით, იმუქრება, რომ შს მინისტრს შენობაში არ შეუშვებს.

ამის შესახებ ჯერ კიდევ გუშინ რომან გოცირიძემ, დღეს კი ნიკა მელიამ განაცხადა (რომელსაც სულ ახლახანს სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა)…

რჩება ერთადერთი ვერსია: ოპოზიციას გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლის ეშინია… საინტერესოა რა ინფორმაციას ფლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო…

Related Articles

Back to top button
Close