სხვა

„მე ასეთი მშობელი არ ვარ“

„როგორც გვჩვევია ხოლმე, აღზრდის მეთოდებშიც გადამეტებული რაღაცები მოხდა“ - გვანცა დარასელია

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია, რომელიც ორი შვილის დედაა, ნანკა გვარის პოდკასტში ბავშვების აღზრდის მეთოდების შესახებ საუბრობს და გულშემატკივრებს საკუთარ პოზიციას უზიარებს:

.

– აღზრდის მეთოდებში ფაქტობრივად რევოლუცია მოხდა, ოღონდ ეს რევოლუცია ადამიანების ძალიან პატარა ჯგუფში გავრცელდა. განათლება, რაც ამ მიმართულებით სოცმედიიდან, პოდკასტებიდან, ფსიქოლოგებიდან შემოვიდა, რაღაც მომენტში, როგორც გვჩვევია ხოლმე, იქაც გადამეტებული რაღაცები მოხდა და მეორე მხრივ, დარჩნენ ადამიანები, ვინც ოფიციალური კვლევების მიხედვით, ბავშვის ცემას აღზრდის მეთოდად დღემდე თვლის. ორი უკიდურესობაა… სინამდვილეში ალბათ ბალანსშია მთელი ამბავი. „რაც გინდა, ქენი” – მე ასეთი მშობელი არ ვარ. მაქვს ძირითადი მოთხოვნები, რასაც მინდა, დაემორჩილონ. თუმცა, მეორე მხრივ, რაღაც რომ მინდა და რომ ვერ ვაკეთებ, ან არ ვაკეთებ – არ მინდა, რომ ჩემი შვილი ამის წინაშე დადგეს. მაქსიმალურად ვცდილობ, თავიანთი სურვილები გამოხატონ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close