სამართალი და კრიმინალი

„მანქანა სულ და­ჭყლე­ტი­ლი იყო“

რუს­თა­ვი-ლი­ლოს გზა­ზე მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ავა­რი­ას სამი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა

რუს­თა­ვი-ლი­ლოს გზა­ზე მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ავა­რი­ას სამი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი გას­წრე­ბას ცდი­ლობ­და, რა დრო­საც ტრა­ი­ლერს შე­ე­ჯა­ხა. ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა სამი ადა­მი­ა­ნი.

.

და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან მან­ქა­ნის მძღო­ლი, სამი შვი­ლის მამა 35 წლის ზაურ ალი­ე­ვი, გი­უ­ლი გოგ­ლაშ­ვი­ლი და 78 წლის ლოლა ბუ­თხუ­ზი.

ამ ავა­რი­ის დროს ასე­ვე და­შავ­და მან­ქა­ნა­ში მყო­ფი კი­დევ ორი მგზავ­რი. მათ შო­რის გარ­დაც­ვლი­ლი მძღო­ლის ძმა, 37 წლის რა­ი­მონ ალი­ე­ვი და კი­დევ ერთი პირი. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ამ ავა­რი­ის დროს და­ზი­ან­და კი­დევ ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლი, თუმ­ცა იმ მან­ქა­ნა­ში მყო­ფე­ბი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დარ­ჩნენ. უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი მძღო­ლის ძმა, რო­მე­ლიც რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ისიც სამი შვი­ლის მა­მაა. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. ავა­რი­ის მი­ზე­ზებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არ­კვე­ვენ.

რო­გორც ამბები.ჯი-ისთვის ხდება ცნო­ბი­ლი, მან­ქა­ნა­ში მყო­ფი პი­რე­ბი ლი­ლოს ბაზ­რო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ და ყვე­ლა­ნი ერ­თად რუს­თა­ვი­დან სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ოდ­ნენ, სწო­რედ ამ დროს მოხ­და ეს ავა­რია. ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლი რუს­თა­ვში მ­ცხოვ­რე­ბია.

„ცუდი ამინ­დი იყო, არ ვიცი, რა იყო ამ ავა­რი­ის მი­ზე­ზი, მაგ­რამ მარ­თლა სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი იყო. ის მან­ქა­ნა რომ ვნა­ხე, არ ვიცი, იქ რო­გორ გა­დარ­ჩა ის ორი ადა­მი­ა­ნიც. სულ და­ჭყლე­ტი­ლი იყო მან­ქა­ნა. ირ­გვლივ მი­მო­ფან­ტუ­ლი იყო მან­ქა­ნის ნა­წი­ლე­ბი, მე რომ მი­ვე­დი, ფაქ­ტი უკვე მომ­ხდა­რი იყო. ახ­ლოს არ მიგ­ვიშ­ვა პო­ლი­ცი­ამ.

რო­გორც ჩან­და, მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნის მძღო­ლი ტრა­ი­ლერ­ზე გას­წრე­ბას ცდი­ლობ­და და ამ დროს არის შე­ჯა­ხე­ბა მომ­ხდა­რი. იმ გზა­ზე სი­სუ­ლე­ლეა გას­წრე­ბა, რად­გან ბევ­რი ტრა­ი­ლე­რი მოძ­რა­ობს და დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბას მა­ინც ვერ შეძ­ლებ ადა­მი­ა­ნი. თან გზაც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და ვიწ­როც არის. სატ­რან­ზი­ტო გზაა. სამ­წუ­ხა­როა 3 ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა. შე­საძ­ლოა წვი­მა­ში მან­ქა­ნაც მო­უს­რი­ალ­და, არ ვიცი, მი­ზე­ზი რა იყო” – ამ­ბობს ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი ამბები.ჯი-სთან.

ამბები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close