ჯანდაცვა

,,კლინიკაში ერთად წვანან ნარკომანები, ფსიქიკურად დაავადებულები. ღამით, ერთ-ერთმა ექთანს თითი მოსტეხა…” _ რას წერს კოვიდის სიმპტომებით სტაციონარში მოთავსებული პაციენტი

ფეისბუქმომხმარებელმა თამო მერლანიმ ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

_ ასე, 4 დღის განმავლობაში მქონდა სიცხე – 37 – 38.5 .
დავრეკე 112 _ ში, ჩაიწერეს ჩემი ნომერი და ოჯახის ექიმმა დამირეკა. მომცა დანიშნულება, მაგრამ არანაირი უკეთესობა არ მქონდა. სიცხე ისევ ისე იყო. ოჯახის ექიმმა მირჩია, სასწრაფო გამომეძახებინა.
გამოვიძახე. დამირეკა ექიმმა და რომ მიხვდა არ მინდოდა გადაყვანა კლინიკაში, მითხრა: მე თქვენს ადგილას არ ვიფიქრებდი და აუცილებლად წავიდოდი ამ სიმპტომებითო.
შემეშინდა და წავედი. მოვითხოვე ბოჭორიშვილის კლინიკა, მაგრამ არ ქონდათ ადგილი და მიმიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში.

შესვლისთანავე საგიჟეთში მოვხვდი. ქაოსი, ქაოსი , ქაოსი..

მთვრალი პაციენტი ყავდათ, რომელსაც ძალიან ცუდად მოიხსენიებდა პერსონალი. განსაკუთრებით ერთი გოგონა უზრდელობდა მის მიმართ.(მოყავთ ის ნაბიჭვარი, გიჟი მოყავთ, მე მაგის ტყ) დასცინოდნენ ერთმანეთში იმ ტიპს. ნუ დააწვინეს და დააძინეს .. (10 წუთში კი გადმოვარდა ის საცოდავი საწოლიდან ).

შესვლისთანავე ერთმა უკარგესმა გოგომ სცადა კათეტერის ჩადგმა, მაგრამ ნუ, ვერ გამოუვიდა და ძალიან, ძალიან მაქვს დალურჯებული ხელი. დაუძახეს დათოს, ძალიან მაგარ ბიჭს და დარწმუნებული ვარ, ასე თუ გააგრძელებს, სულ მალე საკუთარ სიტყვას იტყვის ეს ბიჭი.. ძალიან კარგი თანამშრომელია და მადლობა მას. უპრობლემოდ შევიდა ვენაში.

გადამიყვანეს პალატაში ..
ვწევარ.  გავიდა 1, 2, 4 საათი და კაციშვილი არ მეკითხება, რატომ ვარ და რა მინდა. გავედი ბოლოს ექთანთან, ასე სახლშიც ვიწექი და აქ რაღატომ მომიყვანეთ ან ამ კათეტერის გამო რას მაწვალეთ თუ არაფერს მიკეთებ-თქო?
უიმე, შვილო, გადასხმა თუ გინდა, ახლავე გაგიკეთებ. რა პრობლემაა, გადასხმა თუ გინდაო. თუ გინდაო… მინდა რა, თუ არ მჭირდებოდა, რას დამალურჯეთ-თქო ? ესო, ასეთი წესია, აუცილებლად უნდა გაკეთდეს კათეტერიო. შემოვიდა და ირონიული ღიმილით დამიდგა გადასხმა, რომელიც ძალიან მინდოდა თურმე და ვითხოვდი.

გათენდა. კოვიდზე ამიღეს ტესტი. ბევრი მეკითხება და გეტყვით, რომ სულაც არაა უსიამოვნო პროცესი. ველოდები პასუხს, რომელიც უნდა მოვიდეს საღამოს..

აქვე უნდა ითქვას, რომ ამ კლინიკაში ერთად არიან : ნარკომანები, ფსიქიურად დაავადებული ადამიანები. მაგალითად წინა ღამეს ერთმა გიჟმა ექთანს თითი მოტეხა და ნაკერები დაადეს იმ გოგოს ისეთ დღეში ჩააგდო.
ვიღაც გიჟი დადიოდა და გაჰკიოდა დერეფანში.. ერთი პალატის გამოტოვებით იყო გოგო რომელიც ამბობდა რომ სამყარო უნდა შეეცვალა, რომ ის 666 არის და მას შეუძლია გაგანადგუროს.. ძალიან საშიში ვიზუალით იყო თან ეს გოგო. დადიოდა პირბადის გარეშე და კაციშვილი ვერ ეუბნებოდა ვერაფერს. მე ძალიან მეშინოდა ამ გოგოსი.
პალატის კარები არ იკეტებოდა და საწოლი მქონდა მიდგმული კარებზე. პასუხი არ მოვიდა. ღამის 4 საათამდე ველოდებოდი. ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდი იქედან, მაგრამ მესამე დღემდე არ მოვიდა პასუხი. ექიმი, თითქმის სამი დღის განმავლობაში იქ მყოფს არ მინახავს სამჯერ. კაციშვილს არ უთქვამს სისხლის ანალიზის, რენდგენის პასუხი.. აქვე პასუხში წერია, რომ გადამიღეს კარდიოგრამა, მაგრამ არავის არ გადაუღია.
მე გამიმართლა იმაში რომ ჩემს დროს დაემთხვა საურთიერთობოდ უსაყვარლესი ექთანი მერი. რომ გამომწერეს მაგ დღეს შეიცვალა სმენა და ისეთი საშინელი პერსონალი მოვიდა.. ძალიან უხეშები და უზრდელები !!! პაციენტმა კითხვა დაუსვა როდის მოვა ანალიზის პასუხიო.ამ გოგომ უტაქტო პასუხი გასცა და იმ კაცმა ხმას აუწია მაგრამ ნორმის ფარგლებში და ეს ექთანი ეუბნება ,,ნუ მიპარჭყავ ხელებსო” ქუჩური ლექსიკონი ჰქონდა ..
ასევე ქალს, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდი და არ იცოდა იმან ჯერ. გამოვიდა პალატიდან და იკითხა, როდის მოვა პასუხი ანალიზისო. ამან დაუყვირა, შედი პალატაში დროზეო. შენზე მეტად მე ველოდები აქედან წაგიყვანონო. ისეთი ზიზღით ჩაიბურტყუნა ! !

კლინიკას არ ქონდა საბნები, თეთრეული..რაც ქონდათ ის თეთრეულიც ნეტა არ ჰქონოდათ. უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ სანიტარი ნამდვილად აწესრიგებდა იატაკს , გაჰქონდა ნაგავი და სუფთა იყო საპირფარეშო. საკვები მოჰქონდათ, მაგრამ არ გამისინჯავს და ვერაფერს ვიტყვი.. არ ქონდათ რამე, რაც გაიწოვდა ამ სილურჯეს ჩემს ხელზე და გამინელებდა ოდნავ მაინც ტკივილს.. მე შევიძინე მალამო. გლოვომ მომიტანა.
რჩევა:
არ გაეკაროთ ამ კლინიკას ნებით. ჯანმრთელობას გისურვებთ.

პ.ს ფოტოზე აღბეჭდილია საწოლი, რომელიც კარებზე მაქვს მიდგმული.
ამდენი დღე გავიდა და დღესაც სუსტად ვარ, მტკივა ფილტვები, მახველებს, უნდა მივიდე სხვა კლინიკაში და გავიგო, რა მჭირს.

Related Articles

Back to top button
Close