
„სანამ გავყვებოდი მერაბს ცოლად, გაგონილი მქონდა, რომ ხელოვან ადამიანთან ერთად ცხოვრება არ იყო იოლი, თუმცა მე არ ვართულებ… მერაბი მოსიყვარულეა და აბალანსებს…” – ამბობს ერთ-ერთ ვიდეოში მომღერალ მერაბ სეფაშვილის მეუღლე, ნინო ჯურხაძე.
.
მომღერლის მეუღლე ბოლო წლებში ავადმყოფობდა. რამდენიმე წლის წინ ინსულტი გადაიტანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელა, მაგრამ უმჯობესდებოდა. ბოლოს მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ის 5 აპრილს ოჯახში, ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა.
„ინსულტი ჰქონდა, კი, და ხომ იცით, ინსულტი როგორც არის – სტანდარტულად მძიმე დაავადებაა, მაგრამ თავის ფეხით გადაადგილდებოდა, მეტყველება ცოტა უჭირდა, მაგრამ მერე აღმოაჩნდა სიმსივნე თავში. ინსულტით კი არ გარდაიცვალა, აი, ამ სიმსივნით” – ამბობს პროდიუსერი გია გოგორიშვილი ამბები.ჯი-სთან.




