სამართალი და კრიმინალი

თელავში კაცმა ცოლი მოკლა

„თან გამოგყოლია ეგ ბეხრეწი ჯალათი! სული მეწვის შენი ცოდვით, თამრი“

კახეთში ქმარმა დანით ცოლი მოკლა. შემზარავ ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან დანაშაულის მსხვერპლის ახლობლები.

.

„მინდა, საბოლოოდ პატივი მივაგო შენს ხსოვნას, თამრი, ძალიან კარგო მეზობელო და მეგობარო. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ. მაშინ მოგისპო სიცოცხლე არაადამიანმა, როდესაც მოხვედი ცხოვრების ხასიათზე. მსუბუქი ყოფილიყოს მძიმე მიწა შენთვის, ჩვენო საყვარელო. მშვიდობით, თამრო. რა უბედურ ვარსკვლავზე ყოფილხარ დაბადებული, რომ არასდროს გაგიხარია და ახლა, როცა ყველაზე მეტად გიხაროდა სიცოცხლე, ახლა მოგისწრაფეს ეს უბედური სიცოცხლე, თან გამოგყოლია ეგ ბეხრეწი ჯალათი. სული მეწვის შენი ცოდვით, თამრი, რა უბოროტო და უწყინარი იყავი, შე უბედურო, რა ნახე ტანჯვის მეტი. მთელი დღეა, გული მეწვის შენი ცოდვით“, – წერს მოკლულის ახლობელი.

შსს-ს ინფორმაციით, 1951 წელს დაბადებულმა კაცმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1951 წელს დაბადებული ა.დ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1972 წელს დაბადებულ თ.მ. -ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ ა.დ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თეა ხურცილავა, კვირის პალიტრა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close