
„თუ ერთხელ მოამზადებთ, აუცილებლად შეგიყვარდებათ… თაფლიანი ნამცხვრის საოცრად მარტივი და გემრიელი რეცეპტი”
.
ფირფიტები
- კვერცხი – 4 ცალი
- შაქარი – 150 გ
- თაფლი – 150 გ
- კარაქი – 200 გ
- სოდა – 10 გ
მინანქარი
- შაქარი – 100 გ
- კაკაო – 80 გ
- ნაღები ან რძე – 60 მლ
- კარაქი – 70 გ
კრემი
- კვერცხის გული – 3 ცალი
- შაქარი – 200 გ
- ფქვილი – 50 გ
- სიმინდის სახამებელი – 50 გ
- თბილი რძე – 200 მლ
- რძე – 800 მლ
- კარაქი – 200 გ
- ნაღები – 250 მლ (მაღალპროცენტიანი)
მომზადების წესი
4 კვერცხი, 150 გრ შაქარი, 150 გრ თაფლი შემოვდგათ ცეცხლზე და განუწყვწტლივ ვურიოთ. როცა შაქარი გაიხსნება დავუმატოთ 200 გრ კარაქი, ვურიოთ, სანამ გაიხსნება და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
შემდეგ დავუმატოთ 10 გრ სოდა, ამ დროს მასა სწრაფად დაიწყებს ზრდას. შემდეგ გადავიტანოთ მოზრდილ ჭურჭელში ან მიქსერის თასში და შევაზილოთ 650 -750 გრ ფქვილი, მასა უნდა იყოს ოდნავ წებოვანი. დავასვენოთ მაცივარში.
კრემი: 3 კვერცხის გულს შევურიოთ 200 გრ შაქარი, ავფთქვიფოთ კარგად და შევურიოთ 50 გრ ფქვილი+50 გრ სიმინდის სახამებელი. შემდეგ დავუმატოთ 200 მლ თბილი რძე და გავაერთიანოთ მასა. შემდეგ დავუმატოთ დანარჩენი 800 მლ რძე და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ვურიოთ, სანამ არ შესქელდება. შემდეგ გავცრათ და დავუმატოთ 200 გრ კარაქი, გავაციოთ.
როცა კრემი კარგად გაცივდება, ხელის ბელნდერით მასა დავაბლენდეროთ, ცალკე ავთქვიფოთ 250 მლ მაღალპროცენტიანი ცივი ნაღები და შევუროთ მასას და მივიღებთ ფუმფულა, უგემრიელეს კრემს. მინანქარის მოსამზადებლად ავიღოთ 100 გრ შაქარი, 80 გრ კაკაო, 60 მლ რძე ან ნაღები, გავაერთიანოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ დავუმატოთ 70 გრ კარაქი.
გემრიელია.ჯი