საზოგადოება

,,ზოგი ტყუილად ატარებს ექიმის სახელს…_ ბავშვები ობლად დარჩნენ, ახალგაზრდა ქალი-ქვრივად”

,,ზოგი ტყუილად ატარებს ექიმის სახელს…ერთმა ტუტუცმა, სხვანირად ვერ ვიტყვი…თქვენც დამეთანხმებით, რეგვენმა კონსულტანტმა ექიმმა 38 გრადუსით სამი დღე გააჩერა ჩემი სიძე სახლში… ეხვეწებოდა, – მძიმე წონა მაქვს, სიცხეც არ ვარდება, პირიქით მიმატებსო… ასე გავიდა 5 დღე და მე-6 დღეს, როცა სუნთქვა მთლად გაუჭირდა აღირსეს სტაციონარში გადაყვანა… ფაქტია, ვიცი, სარწმუნო წყაროებიდან რომ არაფერი დაუკლიათ ამ ახალგაზრდა ჯანღონით სავსე კაცისთვის, მაგრამ დაგვიანებული პაციენტისთვის…ადამიანი სიცოცხლეს გამოესალმა… რისი ღირსია ის ვითომ კონსულტანტი ექიმი?! იგივესიიი!!! ბავშვები ობლად დარჩნენ…ახალგაზრდა ქალი ქვრივად დარჩა… მშობლები განადგურებულნი…ძმა უდედმამიშვილოდ… მეგობრებო! მე გამწაარებული კაცი შეიძლება უსწოროს ვამბობდე, მაგრამ არა მგონია! მით უმეტეს, იცით, რომ არც ტყუილი მიყვარს და არც ვინმეს შეურაცხყოფა… რასაკვირველია, თუ არ იმსახურებს! ამ შემთხვევაში ეს მკვლელი ექიმი “ხარაკირს” იმსახურებს!!!” _ წერს ფეისბუქის საკუტარ გვერდზე ფეისბუქმომხმარებელი სოსო ლებანიძე, რომელსაც, რამდენიმე დღის წინ, კოვიდინფექციით სიძე გარდაეცვალა.

Related Articles

Back to top button
Close