რელიგია

,,დამძიმდა ჯვარი პატრიარქის, ახლა უკვე მისი შვილებით ცდილობენ, გატეხონ, გული მოუკლან…”

აპირებენ თუ არა სინოდის წევრები პატრიარქის გადაყენებას 11 თებერვალს?

სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქის დასაცავი პოსტები ვრცელდება. შემოგთავაზებთ ერთ-ერთს:
,,მოხუცდა და ახლა გინდათ მოერიოთ?!
რა არ გადაუტანია, რა ქარიშხალი არ დატრიალებულა მის კისერზე, რა ტანჯვა და წამება არ გამოვლია ჩვენს პატრიარქს, მაგრამ ყოველთვის ღვთისმადლითა და წყალობით იდგა იქ სადაც ერს უჭირდა.. იდგა იქ სადაც ერს ტკიოდა..
უკვე ათწლეულებია საქართველოს დედაბოძად გადაიქცა, ერის ყველა ტკივილი, ერის ყველა დარდი მის გულში იკრიბება და მხოლოდ უფალმა უწყის რისი გადატანა უწევს ყოველდღიურად…
უწმინდესი ახერხებს, იმას, რომ ყველას გულთან მივიდეს, ყველას გულს უწამლოს.
ხშირად, როცა უიმედოდ ვართ და თითქოს არსაიდან ჩანს გამოსავალი, მისი ქადაგებები, მისი შემართება, მისი სიყვარული გულს გვითბობს, დაკარგულ იმედს გვიბრუნებს და გვაძლევს ძალას, რომ გავნაგრძოთ გზა… რამდენჯერ გაუმხნევებია ერი, რამდენჯერ ახალი სიცოცხლე მოუცია მის სიტყვებს – ,,არ შეგეშინდეთ, ყველაფერი კარგად იქნებაო”.
მაგრამ ბოროტი არ ისვენებს, ჰგონებს, რომ მოხუცებულს მოერევა..
კიდევ უფრო დამძიმდა ჯვარი პატრიარქის, ახლა უკვე მისი შვილებით ცდილობენ გატეხონ, გული მოუკლან…
ვის ებრძვით?
86 წლის ადამიანს?
რისთვის ებრძვით?
სიყვარულისთვის? თავმდაბლობისთვის? იმისთვის, რომ დაქცეული ეკლესია ააყვავა? ან იმისთვის ხომ არა, რომ ათიათასობით ადამიანის სული გადაარჩინა..
ეს ერთი იმედიღა დაგვრჩენია ქართველ ერს და ესეც გინდათ წაგვართვათ?!
საკმარისია! გეყოთ! გაჩერდით!
ღმერთის გეშინოდეთ, უფალი იფარავს პატრიარქს და ვაი მას, ვინც ებრძვის, ვაი მას, ვინც ქრისტეს სახელით ცდილობს ეშმაკს დაემონოს…
თუმცა არ დაგავიწყდეთ ერთი რამ – ათიათასობით და ასიათასობით ვართ, ვინც უწმინდეს ყოველწამს დავუდგებით გვერდში…. უწმინდესის არმია ეს არის ქრისტეს არმია.
და ბედნიერი ვართ, რომ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, რომელსაც ილია მეორის ეპოქა ჰქვია.
მრავალჟამიერ მრავალს წელსა თქვენი სიცოცხლე, ჩვენო ერის მამავ!” _ წერენ ,,პოეზიის 5 წუთში”.
აღნიშნული პოსტი პასუხია დღეს გავრცელებული ინფორმაციის, თითქოს 11 თებერვალს, სინოდის სხდომაზე, სინოდის გარკვეული წარმომადგენლები აპირებენ, ილია მეორე პატრიარქობიდან გადააყენონ და მეუფე შიოს სურთ გახადონ პატრიარქი. დღესვე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 11 თებერვალს მართლაც არის დაგეგმილი სინოდის სხდომა. საინტერესოა, რა ხდება სინამდვილეში მხცოვანი პატრიარქის თავს და იგეგმება თუ არა, მისი გადაყენება?

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close