საზოგადოება
30 ივლისს, ქალაქი სიღნაღი საერთაშორისო დიასპორულ თეატრ ,,დაბრუნებას” უმასპინძლებს

30 ივლისს, ქალაქი სიღნაღი საერთაშორისო დიასპორულ თეატრ ,,დაბრუნებას” უმასპინძლებს. მაყურებელი სიღნაღის თეატრის სცენაზე იხილავს რეჟისორ მიშა რატიანის (მალხაზ რაზმაძის) სპექტაკლის პრემიერას – „მიდი, შეცვალე სამყარო“ . სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ემიგრაციაში მცხოვრები, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ქართველი ახალგაზრდები. პროექტის იდეის ავტორი და ფინანსური მხარდამჭერია – თინათინ სვანიძე- ვენკო. დასაწყისი: 17:00 საათი. დასწრება თავისუფალია.