საზოგადოება

აფეთქება ბათუმში_დაშავებულთა შორის მცირეწლოვნებიც არიან

ბათუმში, კიროვის და ჯინჭარაძის ქუჩების კვეთაზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქება მეორე საჯარო სკოლასთან ახლოს მდებარე სახცოვრებელ სახლში მოხდა. აფეთქების შედეგად მრავალსართულინი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი მთლიანად დანგრეულია.

ძლიერი აფეთქების გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა საცხოვრებელი სახლები და მანქანებიც დაზიანდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო და სამაშველო სამსახურები.

აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close