
ლევან ვასაძის ქალიშვილი, 22 წლის მოცეკვავე და მოდელი თათა ვასაძე, აპრილში დედა გახდა. მას და ბათა ზედგინიძეს პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ნინა დაარქვეს. თათა და ბათა ერთად ზრდიან ქალიშვილს, რომელიც ცოტა ხნის წინ მონათლეს.
.
ამჯერად თათამ სოციალურ ქსელში ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნაზე ისაუბრა:
– ამ საუკუნეში ჩვენ გვეუბნებიან, რომ ოჯახის შექმნა „ადრეულ ასაკში” არ არის კარგი, ამას ისე ამბობენ, არც ფიქრობენ, ჭეშმარიტი სიყვარული ფიგურირებს თუ არა ახალგაზრდების ამ გადაწყვეტილებაში. გვაშინებენ, რომ ოჯახის შექმნის მერე აღარ გვექნება თავისუფლება და ვერ მოვასწრებთ „ჩვენს გემოზე” ცხოვრებას. პირადად მე, ამაზე სწორი ცხოვრებაში არაფერი მიქნია, ასეთი ბედნიერიც არასდროს ვყოფილვარ. ყველა ახალგაზრდა გოგოს ვუსურვებ ამ ბედნიერების რაც შეიძლება მალე პოვნას. რა არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ეს გადაწონოს?
…
ცნობისათვის ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლევან ვასაძეს და მისი ოჯახის წევრებს საქართველოს ბანკებმა ანგარიშები დაუბლოკეს.