საზოგადოება

ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ კერძო პირებთან, სახელმწიფო დახმარებას ვერ მიიღებენ

„ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, სამწუხაროდ, სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მსოფლიო მასშტაბის პრობლემა, ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება არ იქნება სამწუხაროდ საკმარისი. იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ცნობა აუცილებლად გაცემული. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი მძღოლად მუშაობდა, ან ტაქსის მძღოლი იყო, საკმარისია ლიცენზია ან ნებისმიერი სხვა დაწესებულებიდან აღებული ცნობა, თუ ის მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წევრის ცნობა არ იქნება საკმარისი, რომ მან დახმარება მიიღოს,“ – განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ.

Related Articles

Back to top button
Close