საზოგადოება

ანიტას ელოდება “ანიტას მფარველი ანგელოზი”

,,დღეიდან ანიტას “ანიტას მფარველი ანგელოზი” ელოდება.

ასე დაარქვა ამ ულამაზეს ნახატს Nutsa Duchidze-მ.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ამ არაჩვეულებრივმა ქალბატონმა ორი ნახატი დადო გასაყიდად. ვინც მათ შეიძენდა, თანხა ანიტას ფონდში უნდა გადაერიცხა, ოღონდ იმ პირობით, რომ “ანიტას მფარველი ანგელოზი” თანხის გადარიცხვის შემდეგ ანიტასთვის უნდა ეჩუქებინათ. ნახატი “ბროწეულები” Lela Meshveliani-მა შეიძინა, ხოლო “ანიტას მფარველი ანგელოზი” მაკა ჭაჭიაშვილი -მა, Maka Razmadze-მ და Tamro Nishnianidze Cicqishvili-მა იყიდეს.
დიდი მადლობა ლამაზო, კეთილო ქალბატონებო” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პატარა ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე. პატარა ანიტას დასახმარებლად მთელი საქართველო გაერთიანდა და გოგონას, უცხოეთში, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად თანხა შეუგროვეს.

Related Articles

Back to top button
Close